"ალტერნატიული ტალღა" 2016 წლის გამოშვებისთვის აპლიკაციების მიღებას იწყებს
ინდუსტრიული პლატფორმა "ალტერნატიული ტალღა" იწყებს 2016 წლის გამოშვებისთვის აპლიკაციების მიღებას.
წელს "ალტერნატიული ტალღის” თემა იქნება - დაბალბიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარება, უცხოელი და ქართველი ინდუსტრიის გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით.
შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება განავითარონ პროექტები შემდეგი მიმართულებებით
- სცენარი
- საპრეზენტაციო მასალები
- დაფინანსების სტრატეგია
- წარმოების სტრატეგია
- დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია
"ალტერნატიული ტალღა” 2016-ის დასასრულს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გამოვლინდება საუკეთესო პროექტები, რომლებიც დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით, მათ შორის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებისას საჭირო "განათების აღჭურვილობის” მომსახურებით*.შესარჩევად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები (ქართულ ენაზე):
"ალტერნატიული ტალღა" გაიმართება "ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში 2016 წლის 20-24 სექტებმბერს ბათუმში.შერჩეული პროექტებიდან მოწვეული იქნება რეჟისორი და პროდიუსერი. "ალტერნატიული ტალღა” დაფარავს მონაწილეების სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს.
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 აგვისტო.
მონაწილეებთან ერთად, ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება დაესწრონ მოწვეული სპეციალისტების ღია ლექციებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:[email protected]
კომენტარი