სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპის ჩემპიონატი ქართველი მოჭიდავეების წარმატების გარეშე დასრულდა

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისათვის.

ოქროს მოპოვების შანსი ნაკრების ორ წევრს - ზურაბ დათუნაშვილს 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ვლადიმერ გეგეშიძეს 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჰქონდა, რომლებიც რუსეთის ნაკრების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მათ ჩემპიონობა დათმეს.

რაც შეეხება მანუჩარ ცხადაიას, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, გადამწყვეტი შეხვედრა აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან დათმო.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100