ზაქარიაძის ქუჩაზე მამაკაცმა მეზობელს დანით ოცი ჭრილობა მიაყენა, მერე კი ვენები გადაიჭრა
ინციდენტი თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა: 32 წლის გიორგი ბალიაშვილმა მეზობელი, 68 წლის ვადიმ არაქოვი მძიმედ დაჭრა, მერე კი ვენები გადაიჭრა. როგორც თავდამსხმელი, ასევე დაზარალაბული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავასმყოფოში გადაიყვანა.
როგორც მეზობლები ამბობენ, ბალიაშვილს სახლიდან გამოტანილი ჰქონდა არცთუ მცირე ზომის დანა, რომელიც მეზობელს დაახლოებით ოცჯერ, გულმკერდისა და მუცლის არეში ჩაარტყა. დაპირისპირების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მეზობლები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბალიაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ამ დრომდე თავი მშვიდად ეჭირა და მეზობლებთან კონფლიქტი არ ჰქონია.
რაც შეეხება არაქოვს, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მრავლობითი ჭრილობების გამო, მას ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. აღსანიშნავია, რომ მეზობლის დაჭრის შემდეგ ბალიაშვილმა თვითმკვლელობა სცადა და, მეზობლების განცხადებით, დანით ვენებიც გადაიჭრა, მაგრამ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მასაც აღმოუჩინა პირველადი დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარი