სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სროლა მელიქიშვილზე - 51-ე სკოლასთან მამაკაცი ჩაცხრილეს

სროლის ხმა ისმოდა ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში - ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე ავტომობილი ჩაცხრილეს. მანქანა მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მას ესროლეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მაქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი სხვა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ მანქანას შეეჯახა.

დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა. თვითმხილველების ინფორმაციით, 5-6 გასროლის ხმა გაიგეს. სროლის თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

"მძღოლი არ იჯდა შიგნით, 5 გასროლის ხმა მაინც იყო," - აცხადებენ თვითმხილველები.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაჭრილი არავინაა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზარხ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100