სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ ღმერთი ინებებს, მინდა რომ ბევრი შვილი მყავდეს" - მაია ასათიანის აღიარება

მაია ასათიანი "პროფილს" დაუბრუბდა. პაუზის შემდეგ, რომელიც წამყვანის ქალიშვილის გარდაცვალებით იყო გამოწვეული, გადაცემა ეთერში გუშინ გავიდა. მაია ასათიანმა პირველად ისაუბრა შვილის შესახებ, მოუყვა მაყურებელს ნუცას წარმატებებზე, გაიხსენა ის მძიმე დღე, როდესაც მას ქალიშვილის ავადმყოფობა აცნობეს. შვილმკვდარ დედებთან იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც ამ ქალებმა გაიარეს. თიკა ფაცაციას დედასთან საუბრისას კი შემდეგი განცხადება გააკეთა:

"იცით ყველაზე მეტად რას ვნანობ ქალბატონო მანანა, სულ ვეუბნები, რაც ეს ტრაგედია მოხდა ყველა ჩემს კოლეგას, სულ ვნანობ, ეს ფიქრი მაქვს მუდმივად, რატომ მყავდა ერთი შვილი. იმიტომ, რომ არაფერი ამ სამყაროში, არც კარიერა, არც წარმატება, არც წარმატებული რეპორტაჟი, არც რეიტინგული გადაცემა, არც აღიარება, არ ღირს არაფრად, თუ არ გყავს ბევრი შვილი. ყველაზე მეტად ვნანობ ამას, რომ მე დღეს მარტო ვარ. თუ ღმერთი ინებებს, მინდა რომ ბევრი შვილი მყავდეს", - აღნიშნა ასათიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100