სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩაერთე რაგბიში" - უპრეცედენტო შანსი მოზარდებისათვის

2017 წლიდან „ნატახტარის თასი“ რაგბიში თბილისის ყველა სკოლაში გაიმართება

სპორტულ-საგანმანათლებო პროექტმა "ჩაერთე რაგბიში" სტარტი აიღო და მასში მალე მთელი საქართველო ჩაერთვება. პროექტის „ჩაერთე რაგბიში" მიზანია რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა. პროექტში 2017 წელს ჩაერთვება მთლიანობაში 169 სკოლა და გადამზადდება 300 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ 3500-ზე მეტ ბავშვთან. ამ ეტაპზე 150 სკოლა უკვე მონაწილეობს „ჩაერთე რაგბიში"-ის აქტვობებში და 86 პედაგოგმა გაიარა გადამზადების სრული კურსი. ამასთან, 20-მა ინსტრუქტორმა გაიარა სპეციალური ტრენინგი სპორტის მასწავლებლებთან სამუშაოდ.

პროექტის პრეზენტაცია შევარდენის რაგბის აკადემიის სტადიონზე გაიმართა, სადაც სამხრივი თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფრომდა. საზოგადოებას პროექტის დეტალები საქართველოს სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაჭარავა და კომპანია "ნატახტარის" კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა გააცნო.


პროექტის „ჩაერთე რაგბიში" ფარგლებში 2017 წელს თბილისის ყველა სკოლის მასშტაბით გაიმართება ფესტივალი „ნატახტარის ლიმონათის თასი". პროექტი „ჩაერთე რაგბიში" (Get into Rugby) „ევროპა რაგბის" რეკომენდაციითა და სტანდარტებით ხორციელდება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

_ ჩვენი მორაგბეეების წარმატებული ასპარეზობა განაპირობებს, რომ სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებულად პოპულარულია ახალ თაობაში. ამ პროექტის საშუალებით კი უფრო ბევრი მოზარდი შეძლება ჩაერთოს რაგბიში, თუ ბოლომდე არ გაყვება ამ სპორტის სახეობას, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი მაინც იქნება ყოველთვის. ეს პროექტი უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევს რაგბის და გრძელვადიან ჭრილში უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქვეყანას მორაგბეების სახით.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, კომპანია ნატახტარის კომერციული დირექტორი:

_ უპრეცედენტო მაშტაბის პროექტი წამოვიწყეთ „ნატახტარის ლიმონათის“ სახელით, რომელიც მოზარდებს საშუალებას მისცემს მაქსმიალურად ჩაერთნონ რაგბიში. 3500-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება საშუალება რომ გაეცნოს სპორტის ამ სახეობას და მოსინჯოს საკუთარი ძალები. 2017 წლიდან თბილისის სკოლებში ჩატარდება ნატახტარის ტურნირი რაგბიში, შემდგომ კი მთელი საქართველოს ჩართულობაც მოხდება.

გიორგი კაჭარავა, რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი:

_ პროექტის მიზანია მოზარდებისათვის სპორტის ამ სახეობის უკეთ გაცნობა, თამაშის პრინციპების შესწავლა და მორაგბეების უნარ ჩვევების ჩამოყალიბება. გვინდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში მოხდეს არასწორად ჩამოყალიბებული და გავრცელებული სტერეოტიპების დანგრევა, მაგალითად მცდარია მოსაზრება, რომ რაგბი არის ძალიან ძლიერი და ახმახი აღნაგობის ადამიანების ტამაში, სინამდვილეში კი რაგბი დაბრკოლების არიდებისა და გაქცევის თამაშია. მორაგბის მიზანია არა შერკინება, არამედ თავისუფალი სივრცის მოძიება და ლელოს დადება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100