სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 წლის ბებია...

გინესის რეკორდების წიგნში კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა...

რუმინეთში ყველაზე ახალგაზრდა ბებია აღმოაჩინეს. რიფკი სტანესკის შვილიშვილი მაშინ დაიბადა, როცა ქალბატონი 23 წლის იყო, რიფკის დედა, ანუ დიდი ბებია კი მხოლოდ 40 წლის გახლდათ.

თავად რიფკის პირველი შვილი 12 წლის ასაკში შეეძინა. როგორც ცნობილია ყველაზე ახალგაზრდა ბებია 11 წლის ასაკში დაქორწინდა და მისი მეუღლე მხოლოდ 13 წლის იყო. სტანესკის ქალიშვილიც 11 წლის ასაკში გახდა დედა. სწორედ ასე იქცა რუმინელი ქალბატონი პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა ბებიად.

„მე ამ ყოველივემ გამაბედნიერა. მაგრამ არ დავმალავ, მსურდა ჩემს ქალიშვილს ამ ცხოვრებაში უფრო მეტისთვის მიეღწია“, - აღნიშნავს რიფკი.

აღნიშნულ შემთხვევამდე პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა ბებიად 26 წლის ქალბატონი ითვლებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100