სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წიკლაური: ივანიშვილი ტრაბახს შეეშვას და ლიტერატურას მიხედოს...

„საჩხერეში გამოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ილია ჭავჭავაძის ლექსზე აკაკი წერეთელმა შექმნა სიმღერა, აქამდე ვიცოდით რომ აკაკი წერეთელი კომპოზიტორი არ იყო. თუ მისი ლიტერატურის ცოდნა და პოლიტიკის ცოდნა თანხვდება ერთმანეთს, მაშინ ყველანი კარგად ვხედავთ, რა ტიპის პოლიტიკურ ფიგურასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა.

მისი თქმით, ივანიშვილის განცხადებების მსგავსი გამოსვლები ბევრი გვინახავს, თუმცა ასეთი ადამიანები საბოლოო ჯამში ტოვენენ პოლიტიკურ სცენას.

"იმის თქმა, თითქოს გარდატეხა მოხდება ივნისში და ქვეყანა გამოიცვლება, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ არც ქვეყნის შიდა განვითარების თვალსაზრისით და არც საგარეო პოლიტიკის მიმართულებებით. უმჯობესია ისინი დაკავდნენ იმით, რაც აწუხებს ქართველ ხალხს". - აცხადებს წიკლაური და პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ტრაბახს შეეშვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100