სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის საკითხზე მსჯელობას დღეს დაიწყებს

გიორგი გახარიას თქმით, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი დაჩქარდება. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც როგორც ფაქტი დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის შრომის და მუშაობის შედეგად. და, რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და უფრო აქტიურად არ დავიწყებთ სრულად ტურიზმის გახსნას“ - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100