როგორ არის მოწყობილი „ფლეშკა?“
ყველას აქვს თუ არა არ ვიცით, მაგრამ ალბათ ყველას, ვინც კომპიუტერს ფლობს, ჰქონია შეხება ეგრეთ წოდებულ “ფლეშკასთან”, რომელსაც USB flash drive ჰქვია , მოდით, გავარკვიოთ რა არის და რას წარმოადგენს იგი.
1. ტექნოლოგია.
Flash დრაივების ტექნოლოგია ნაწილობრივ მოძველებულ EEPROM-ზეა აგებული. EEPROM (Electrically Erasable Programmable Read-Only Memory), ანუ “ელექტრონულად წაშლადი მეხსიერება” ტექნოლოგია იყო, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა ჩიპზე ინფორმაციის ჩაწერა, მაგრამ მისთვის კიდევ რამე ინფორმაციის მიმატებისთვის საჭირო იყო მთელი ინფორმაციის ამოშლა და უკვე შევსებულის ახლიდან ჩაწერა. EEPROM ცოტათი გააუმჯობესეს, მეხსიერების მატარებელი დაყვეს ბლოკებად ისე, რომ ახალი ინფორმაციის დასამატებლად ყველა ბლოკის ამოშლა საჭირო აღარ იყო. ამასთან ერთად გაზარდეს ჩაწერა-წაშლის სიჩქარეები და მიიღეს ე.წ. EEPROM Flash memory. USB ტექნოლოგიის გამოჩენამ შესაძლებელი გახადა ინფორმაციის მეტ-ნაკლებად სწრაფი გაცვლის მქონე ინტერფეისის შეცვლა, რომელიც “ცხელ” რეჟიმში იმუშავებდა (ანუ მოწყობილობის PC-ზე მიერთებისთვის საჭირო არ იყო PC-ს გათიშვა). ჰოდა ჩვენთვის ნაცნობი ფლეშ-დრაივი ფაქტობრივად EEPROM Flash memory-ს USB ინტერფეისზე “დასმული” მინი-ვერსიაა.
2000 წელს კომპანიებმა IBM და M-Systems-მა ერთად წარმოადგინეს პირველი ფლეშ დრაივი სახელწოდებით “DiskOnKey”.
მისი ტევადობა სულ რაღაც 8MB გახლდათ. რათქმაუნდა USB-ს სიჩქარე მაშინ მხოლოდ 1 მბ/წმ იყო, მაგრამ DiskOnKey-მ არნახული პოპულარობა მოიპვა, მისი ტევადობა ხომ 5.5-ჯერ აჭარბებდა Floppy-ს ტევადობას. 2000 წლის ბოლოს კი USB 2.0-იც გამოჩნდა თავისი 60 მბ/წმ სიჩქარით და წავიდა “ფლეშკები” რიხინ-რიხინით… მართალია ტექნოლოგიის თავისებურებების გამო ფლეშ დრაივი მთელ ამ სიჩქარეს ვერ იყენებს (მაქს – 30 მბ/წმ) მაგრამ წინანდელზე სწრაფი ხომაა.
2. ახლა კი გავხსნათ ფლეშ-დრაივი და ვნახოთ რა აქვს შიგ :)
1. “მამალი” USB კონექტორი.
2. USB mass storage კონტროლერი. პატარა მიკროჩიპი, რომელიც შეიცავს მიკროკონტროლერს თავისი RAM და ROM-ით. ფაქტობრივად მინი კომპიუტერი, რომელიც აკონტროლებს შემავალ და გამავალ ინფორმაციას.
3. სატესტო წერტილები. ამასთან არაფერი გვესაქმება
4. NAND მეხსიერების ჩიპი.
5. კრისტალ-ოსცილატორი. კრისტალი, რომლითაც გენერირდება ფლეშ დრაივის ტაქტური სიხშირე 12MHz.
6. LED ნათურა
7. მცველი.
8. ადგილი მეორე NAND ჩიპისთვის.
ფლეშ-დრაივების უმეტესობა FAT ან FAT32 ფაილური სისტემით გამოდის, თუმცა სურვილისამებრ შეიძლება მისი დაფორმატება NTFS სისტემაზეც.
3. ახლა რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს
დადებითი მხარეები:
კომპაქტურობა.
CD, DVD და სხვა დისკებისგან განსხვავებით დაცულია გაკაწვრისგან. თუ უჩხიკინეთ და კორპუსი გაკაწრეთ, ინფორმაციას მაინც არაფერი დაუშავდება.
ტევადობა. 2009 წელს გამოვიდა 256 გბ-იანი ფლეშ დრაივი, რაც ნებისმიერ DVD და Blu-ray დისკზე მეტია, თანაც ბეეეეეეევრად.
HDD-სთან შედარებით მცირე ენერგომოხმარება და მოძრავი ნაწილების არარსებობა.
უარყოფითი მხარეები:
ისევე, როგორც ნებისმიერი Flash მეხსიერება, ფლეშ დრაივიც ჩაწერა-წაშლის მხოლოდ გარკვეულ ციკლზეა გათვლილი.
იმის მიუხედავად, რომ არსებობს ჩაწერისგან დამცავი მექანიზმი (გადასართველი), ფლეშ დრაივების უმეტესობას იგი არ აქვს.
გარე HDD-სთან შედარებით ფასი/ტევადობა შეფარდება საკმაოდ დიდია.
USB 3.0
IDF (Intel Developer Forum) 2007-ის საშემოდგომო სესიებზე ინტელმა ოფიციალურად განაცხადა USB 3.0 Promoter Group-ის შექმნის შესახებ. ეს ჯგუფი იმუშავებს ახალი უნივერსალური სალტის, USB 3.0-ის, შექმნასა და გავრცელებაზე კომპებისა და სხვადასხვა აპარატურისათვის. ჯგუფში გაერთიანებულია ისეთი დიდი მწარმოებლები, როგორებიცაა Intel, Hewlett Packard, Microsoft, NEC, NXP Semiconductors და Texas Instruments.
წინასწარი ცნობებით, USB 3.0-ის სიჩქარე 10-ჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე USB 2.0. ეს ნიშნავს, რომ 25 გიგაბაიტიანი ფაილის გადაცემას მიახლოებით 10 წამში შევძლებთ :) ასევე, ცნობილია, რომ ახალი სპეციფიკაცია თავსებადი და უფრო ეკონომიური იქნება ვიდრე ძველი USB 2.0...
Ucnauri.com
კომენტარი