სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთი ჩინეთიდან, კორონავირუსის გამო, საქართველოს მოქალაქეების ევაკუირებას იწყებს

თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქი ანკარადან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მყოფ თურქეთის 34, აზერბაიჯანის 7 და საქართველოს 7 მოქალაქის ევაკუაციას მოახდენს კარანტინის ზონიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოყვანილ მოქალაქეებს თურქეთში სახელდახელოდ მოწყობილ კარანტინში მოათავსებენ 14 დღის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვრის მონაცემებით 7711 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო 170 კი უკვე გარდაცვლილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100