სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ ინიციატივას დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე,ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.

„აზარტული თამაშების რეკლამით ერთ მხარეს დგას შემოსავალი სახელმწიფოსთვის და მეორე მხარეს დგას გაუბედურებული ოჯახები, თუ აზარტული თამაშების პოპულარიზაცია შემცირდება ეს არის მისასალმებელი და მეც, როგორც რიგითი მოქალაქე, დადებითად ვაფასებ“, - აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სოციალური კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა რომ ეს იქნება – „პასუხისმგებლიანი თამაში“. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100