სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახლა არის შანსი, ორივე პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღოს

ახლა არის შანსი, ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილებები კონსტიტუციასთან მიმართებაში, - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს სპეციალურ სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრაზე უმცირესობის შეთავაზება ძალაში რჩება. "ხვალ პარლამენტში იმართება კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის იმ მრავალთვიანი პროცესის გაგრძელება, რომელიც ხდება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და საჭიროდ ჩავთვალე მიმართვა ამ კენჭისყრასთან და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, განვითარება და ჯანსაღი, ნორმალური პოლიტიკურ დიალოგი და პროცესი. მას შემდეგ, რაც გუშინ განხილვები იყო საპარლამენტო უმცირესობასთან, მე პირადად მივიღე ამაში მონაწილეობა. ვფიქრობ, ახლა არის შანსი, რომ ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილებები კონსტიტუციასთან მიმართებაში", - აღნიშნა გუშინ პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ხალხს სჭირდება მიხედვა, ქვეყანაში უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური სისტემა. "ჩვენ წინა თვეების განმავლობაში მივიღეთ სიტუაცია, როცა საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ღირსებას აყენებდნენ შეურაცხყოფას, იყო უპრეცედენტო კამპანია ზეწოლის. იმის ლაპარაკი, რომ მაინც გადმოვათრევთ, მაინც წავიყვანთ, მაინც გვექნება ასი ხმა, ბუნებრივია ამან გამოიწვია ამ ხალხის გულისწყრომა, ამას გამოყავდა ისინი ფულზე დახარბებულად ან დაშინებულად ან მერყევ ელემენტებად და ვფიქრობ, მათი სიამაყე ასევე არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ძალიან შეკრული ორგანიზაცია. ჩვენ მათიც უნდა გავიგოთ. ეს ხალხი ითხოვს, დაფიქსირდეს, რომ ისინი ვერ გატეხეს. რომ მთელი ეს კამპანია, თითქოს ისინი გადაიბირეს, აღმოჩნდა სრული სიცრუე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100