სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Wikileaks: რასმუსენი პუტინის სიტყვებმა გააღიზიანა და წყობიდან გამოიყვანა

Wikileaks-ის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ნატო-ს არსებობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

სკანდალური საიტი 2010 წლის იანვრით დათარიღებულ მასალას აქვეყნებს, რომელიც 2009 წლის დეკემბერში რუსეთის პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრას ასახავს.

"შეხვედრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ "ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობას აზრი აღარ აქვს, მისი არსებობა არც მიზანშეწონილია და რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშლით არის დაინტერესებული, რამაც ანდერს ფოგ რასმუსენი გააღიზიანა და მწყობრიდან გამოიყვანა", - ნათქვამია, Wikileaks-ის ინფორმაციით, მასალაში, თუმცა კონკრეტულად რა ფორმით გამოიხატა რასმუსენის უკმაყოფილება, დაკონკრეტებული არ არის.

გარდა ამისა, სკანდალური საიტის ინფორმაციით, კრემლში შეხვედრის დროს პუტინმა ალიანსის მეთაურს ბულგარეთში ნატო-ს რაკეტების განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეტენზიები წაუყენა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100