პირველი 0 ვარსკვლავიანი სასტუმრო: საერთო აბაზანა და არანაირი ცალკე ნომრები (ვიდეო)
ნებისმიერი სასტუმროების ქსელი ცდილობს მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შესთავაზოს. მომხმარებელი კი დასასვენებლად სწორედ ამგვარი ტიპის სასტუმროებს ირჩევს. დამსვენებელთა უმრავლესობისთვის კი მთავარი მაინც სასტუმროების ვარსკვლავების ნომერია, რა თქმა უნდა ფასის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, არსებობენ ბიზნესმენები, რომლებიც ცდილობენ ფული არაორდინალური პროექტების საშუალებით იშოვონ.
თანამედროვე სასტუმროების სერვისი იქითკენაა მიმართული, რომ კლიენტებს განსაკუთრებული მომსახურებით დაამახსოვრონ თავი, თუმცა არსებობს სასტუმრო, რომელიც ცდილობს მომხმარებელი საკუთარ სასტუმროში 0 ვარსკვლავის გამო მიიწვიოს. შვეიცარიის პატარა ქალაქ სეველენში გაიხსნა ოტელი, რომელიც ნებისმიერი თანამედროვე სასტუმროს საწინააღმდეგო კონცეფციითაა შექმნილი. ესაა მსოფლიოში პირველი, ნულ–ვარსკვლავიანი სასტუმრო. ის სტუმრებს საერთო აბაზანას სთავაზობს და არანაირი ცალკე ნომრები. სასტუმროში ერთდროულად 54 ადამიანს შეუძლია განთავსება. ოტელის უპირატესობა დაბალი ფასებია, რომლებიც 9–დან 13 დოლარამდე მერყეობს. თავდაპირველად სასტუმრო მიწისქვეშა ბუნკერს წარმოადგენდა, ძმებმა დიზაინერებმა რიკილნებმა კი, იქ ოტელის გახსნა გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში კომფორტი მინიმუმამდეა დაყვანილი, ის ორიგინალური გაფორმებით გამოირჩევა. სასტუმრო კაბელებითაა მორთული. ფანჯრების ნაცვლად ფოიეს მონიტორები გამოიყენება, ტელევიზორის მაგივრობას კი ერთადერთი დიდი ეკრანი სწევს, რომელზეც გარე კამერის საშუალებით მოწოდებული კადრები ჩანს. რაც შეეხება წყალს, სასტუმროში თუ სტუმარს სურვილი აქვს ცხელი წყლით ისარგებლოს, ამის გაკეთება დილით მოუწევს, ვინაიდან 12 საათის შემდეგ, სასტუმროში წყალი გრილდება, მეორე დილამდე. მიუხედავად ამისა, სასტუმრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. კლიენტთა უმრავლესობა კი იქ სწორედ იმის გამო მიდის, რომ ნახოს როგორია დასვენება, უკომფორტობისა და მინიმალური მომსახურების ხარჯზე.
კომენტარი