სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნაური აფხაზეთი - ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხელახლა დაკრძალვა

ომის დროს დაღუპული აფხაზი მეომრები "ახალ სოხუმში" მორგთან დამარხეს. სოხუმზე კონტროლის დაბრუნების შემდეგ აფხაზები ორი თვე ეძებდნენ ამ სასაფლაოს, რათა დაღუპულები ოჯახებისთვის გადაეცათ და ღირსეულად დაესაფლავებინათ. ამ მომენტს ფოტოგრაფი თომას დვორჟაკიც ორი თვე ელოდა.

„ექსჰუმაციას სამი დღე დაჭირდა. იდგა საშინელი სუნი და სამი დღე გადაუღებლად წვიმდა. ამაზე საზარელი ცხოვრებაში არაფერი მინახავს. ფოტოზე არავის ვიცნობ. უცებ ქალი გამოჩნდა, დაღუპულ ნათესავებს ეძებდა. უცნაური კადრი იყო: გრძელ, ელეგანტურ პალტოში გამოწყობილი ქალი აირწინაღით და ეს ხალხი მის გარშემო, თითქოს არაფერ შუაში რომ არ არის, მშვიდად საუბრობს. ეს საქართველოში გადაღებული ჩემთვის მნიშვნელოვანი პირველი კადრია. ყველაფერთან ერთად, ალბათ, ამ ფოტომაც დამტოვა აქ შემდეგი ოცი წელი...

თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ აფხაზეთში. ახლა შთაბეჭდილებები ნაკლებად მძაფრია, მაგრამ მაინც ტკივილიანი. აფხაზებს ოლიმპიადის დიდი მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა არავინ დასაქმდა. მუშახელი ჩრდილო კავკასიიდან გადმოიყვანეს. იმედგაცრუება დიდია. აფხაზეთი გაქვავებულ პარკს ჰგავს. გარშემო ყველაფერი პოსტსაბჭოურია. თითქმის ყველა ტურისტიც რუსეთიდანაა. ოლიმპიადის მშენებლობიდან ჩამოდიან დასასვენებლად. სამხედროები და მათი ოჯახებიც შვებულებას აქ ატარებენ. მოსწონთ აფხაზეთი ალბათ იმიტომაც, რომ საბჭოთა კავშირს აგონებთ - ძველი საბჭოური ბიუროკრატიითა და რესტორნებთან დაბმული დათვის ბელებით. მართალია, სოხუმში თითქოს რაღაცები შენდება, მაგრამ ეს ამინდს ვერ ცვლის. აფხაზეთი დღეს ბევრად უფრო ჰგავს საბჭოთა კავშირს, ვიდრე სხვა რომელიმე რეგიონი კავკასიაში“ - თომას დვორჟაკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100