სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Galaxy S22 - სამსუნგის 2022 წლის ფლაგმანი სმარტფონები საქართველოში უკვე იყიდება.

2022 წლის 5 მარტიდან Samsung-ის უახლესი ფლაგმანი მოდელები Galaxy S22, Galaxy S22+ და Galaxy S22 Ultra უკვე საქართველოში გაიყიდება.

Galaxy S22 სერიის სმარტფონებთან ერთად სამსუნგმა ქართველ მომხმარებელს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა - ის, ვინც 5-დან 25 მარტამდე შეიძენს Galaxy S22 სერიის სმარტფონს, რა თქმა უნდა სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, მიიღებს საჩუქარს: კერძოდ, Galaxy S22 Ultra-ს შეძენის შემთხვევაში Galaxy Buds Pro და 45W დამტენს, Galaxy S22+ის შეძენის შემთხვევაში Buds2 და 45W დამტენს, ხოლო Galaxy S22-ის შეძენის შემთხვევაში Buds2 და 25W დამტენს. გარდა ზემოთ აღნიშნული საჩუქრებისა, Galaxy S22 სერიაზე ასევე მოქმედებს Trade-in აქცია (მიიტანე შენი არსებული სმარტფონი და მიიღე დამატებითი ფასდაკლება ახალ ფლაგმანზე) და ეკრანის შეცვლის 1 წლიანი გარანტია.

Galaxy S22 Ultra აერთიანებს ორი სმარტფონის საუკეთესო მონაცემებს – Note სერიის უპრეცედენტო სიმძლავრეს და S სერიის პროფესიონალურ კამერას – რაც პრემიუმ სმარტფონებისთვის ახალ სტანდარტებს ადგენს. პირველად, Galaxy S სერიის ისტორიაში S-Pen ჩაშენებულია Galaxy S22 Ultra-ს კორპუსში, რაც Note სერიის სრულყოფილ გამოცდილებას იძლევა. S Pen, “Nightography“ (ღამის რეჟიმი) და ვიდეო გადაღების შესაძლებლობები, უმძლავრესი 4 nm-იანი ახალი თაობის პროცესორი, გაუმჯობესებული აკუმულატორი - Galaxy S22 Ultra-ს მობილური მოწყობილობების ინდუსტრიაში, ყველაზე მძლავრ და მულტიფუნქციურ სმარტფონად აქცევს.

Galaxy S22|S22+ იმეორებს ბოლო თაობის Galaxy S სერიების საკულტო დიზაინს და აერთიანებს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს. Galaxy S22 თავისი 6,1’’-იანი ეკრანით, პატარა ჩარჩოებითა და სწორი გვერდებით, საოცრად კომპაქტურად გამოიყურება და იდეალურ სმარტფონს წარმოადგენს ცალი ხელით გამოყენებისათვის. რაც შეეხება S22+ს, ის დიდი ზომის ეკრანით შთამბეჭდავ მულტიმედია გამოცდილებას გვთავაზობს. სამივე სმარტფონი აღჭურვილია უსაზღვრო O-ტიპის დინამიური AMOLED ეკრანით, რომელსაც მილიარდზე მეტი ფერის გადმოცემა შეუძლია. ახალი ფუნქცია, გამოსახულების ბუსტერი, უზრუნველყოფს ეკრანის გამოსახულების დამუშავებას სპეციალურად ძლიერი განათების პირობებისათვის. შედეგად, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, სმარტფონის გამოსახულების აღქმა მარტივდება.

Galaxy S22 სერიაში გამოიყენება მობილურ მოწყობილობების სამყაროში არსებული ფიზიკური დაცვის უმაღლესი სტანდარტები. სამივე მოდელში გამოიყენება IP68 სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს მათ წყალ და მტვერგამძლეობას (30წთ - 1.5მ სიღრმე). S22 სერიების ჩარჩო დამზადებულია ბრონირებული ალუმინის ახალი შენადნობისგან გაზრდილი გამძლეობით. ეკრანი და უკანა ხუფი დაცულია Corning Gorilla Glass Victus+ მინით, რომელიც პირველად სწორედ Galaxy S22 სერიაში გვხვდება.

შექმენი, დააფიქსირე და გააზიარე საუკეთესო მომენტები Galaxy S სერიების პროფესიონალური დონის AI კამერით.

Galaxy S22 სერიის განახლებული კამერები და ახალი თაობის 4nm-იანი პროცესორი კადრების სიღრმისეული დამუშავებით, გვაძლევს საოცარ შედეგს. როგორც გაზრდილი დეტალიზაციის, ასევე არასაკმარისი განათების პირობებში ფოტო-ვიდეო გადაღების დროს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, ულტრარეალისტური ვიდეო გადაღება, რომელიც ახალი ტექნოლოგიის, Super HDR_ის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. ვიდეო გადაღების დროს, პროცესორის მხრიდან ხდება ვიდეოს თითოეული კადრის ინდივიდუალური HDR სიღრმისეული დამუშავება და ფერთა გამის სეგმენტური კორექტირება, რაც შედეგად რადიკალურად განსხვავებულ და კინემატროგრაფიული ხარისხის ვიდეოს გვაძლევს.

Galaxy S22 სერიაში გამოიყენება გონიერი პიქსელებით აღჭურვილი კამერები. არასაკმარისი განათების პირობებში, სისტემა აერთიანებს პიქსელებს, რის შედეგადაც იზრდება ფოკუსირების სიჩქარე და გარემოდან განათების მიღების ოდენობა. შედეგად მიიღება ნათელი და კონტრასტული ფოტო და ვიდეო, არასაკმარისი განათების პირობებშიც კი.

ახალ ფლაგმანურ მოდელებში, სამსუნგმა ოპტიკური სტაბილიზაციის ახალი თაობის მექანიზმი შემოგვთავაზა. ახალ სტაბილიზატორს 58%-ით აქვს გაზრდილი კორექტირების კუთხე, ვიდეო და ფოტო გადაღებისას სმარტფონის მოძრაობის მიუხედავად, სტაბილიზატორი კამერის მოდულებს უძრავად ტოვებს, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის და მკვეთრი კადრების მიღებას გადღაბვნის გარეშე.

Galaxy S22 სერია ასევე აღჭურვილია სამსუნგის უახლესი AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიით. ახლა უფრო მარტივია Portrait რეჟიმში იდეალური ფოტოების გადაღება, ამის საშუალებას კი ახალი AI Stereo Depth Map გვაძლევს. ახალ Portrait რეჟიმში, როგორც სურათის ასევე ვიდეოს შემთხვევაში, აღიბეჭდება ისეთი უმცირესი დეტალები, როგორიც არის ადამიანის თმის ღერი.

Galaxy S22 Ultra მთავარი კამერა გამორჩეულია მობილური მოწყობილობების სამყაროში სენსორის დიდი ზომით. 108MP_ის ხარჯზე, გადაღებული ფოტოების რეალობისაგან გარჩევა ფაქტობრივად შეუძლებელია. ულტრაგანიერი ლინზით, მაკროგადაღებაც შესაძლებელია. მაკრო რეჟიმში უკვე 2-3 სმ-იდან არის შესაძლებელი ფოკუსის აღება და ობიექტების უმცირესი დეტალების დაფიქსირება.

Galaxy S22 Ultra-ს აქვს ყველაზე მძლავრი ზუმი სმარტფონებში. აქ სპეციალურად ზუმისათვის ორი სხვადასხვა საფოკუსე მანძილიანი ტელეფოტო კამერა გამოიყენება. პირველ ტელეფოტო კამერას 3x, ხოლო მეორეს 10x ოპტიკური ზუმი აქვს. ოპტიკურის შემდეგ, სისტემა იწყებს ციფრულ მოახლოებას და ჯამში იძლევა 100x კოსმიურ ზუმს, რომელიც ოპტიკური და ციფრული ზუმის ნაზავია. გადაღების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს გამოსახულების დეტალიზაციას, რაც შორეული კადრების ეფექტურად გადაღების შესაძლებლობას იძლევა.

შეუზღუდავი სიმძლავრე

სმარტფონები აღჭურვილია ინოვაციური 4nm პროცესორით Exynos 2200, რომელიც სმარტფონს ულიმიტო სიმძლავრეს ანიჭებს. S22 სერიაში გამოიყენება მობილური პროცესორის გაგრილების ახალი მექანიზმი, თბოგამფანტი გელი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველყოფს პროცესორიდან სითბოს გამოდევნას. მუშაობის სტაბილურ ტემპერატურას დადებითი ზეგავლენა აქვს როგორც წარმადობაზე, ასევე მუშაობის ხანგრძლივობაზე. ენერგო ეფექტური პროცესორი, ეკრანი ადაპტირებადი სიხშირით, განვითარებული გაგრილების მექანიზმი, უახლესი სისტემა Android 12 და ახალი ინტერფეისი One UI 4 უზრუნველყოფენ მინიმუმ 1 დღიან შეუფერხებელ მუშაობას. მაქსიმალურად სწრაფ დამუხტვაზე 25W და 45W სუპერ სწრაფი დამუხტვის ფუნქცია არის პასუხისმგებელი.

Galaxy S22 სერიის სამივე მოდელი არის ორ SIM ბარათიანი, აქვს ელექტრონული SIM ბარათისა და 5G ქსელის მხარდაჭერა. Galaxy S22 Ultra საქართვეოლში ხელმისაწვდომი იქნება 12GB ოპერატიული და 256GB შიდა მეხსიერებით - Phantom Black (შავი), Phantom White (თეთრი), Green (მწვანე) და Burgundy (შინდისფერი). ხოლო, Galaxy S22|S22+ საქართველოში გაიყიდება 8GB ოპერატიულითა და 128GB|256GB შიდა მეხსიერებით შემდეგ ფერებში: Phantom Black (შავი), Phantom White (თეთრი), Green (მწვანე), და Pink Gold (ვარდისფერი).

სამსუნგის წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ, შეიძინოთ უახლესი სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100