სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მონსერატ კაბალიე დააპატიმრეს

82 წლის ესპანელ მომღერალ მონსერატ კაბალიეს თაღლითობისთვის ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. მომღერალი 500 000 ევროს ოდენობის გადასახადისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს.

ბარსელონას სასამართლომ 82 წლის კაბალიე 255 ათასი ევროთი დააჯარიმა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის პროცესს არ ესწრებოდა, თუმცა ვიდეო-ჩართვით დანაშაული აღიარა.

2014 წლის აპრილში ბარსელონას პროკურატამ კაბალიე ეჭვმიტანილად ცნო გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზე.საქმე ეხება ნახევარი მილიონი ევროს სახელმწიფოსთვის დამალვის საკითხს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100