სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ თქვა პროკურატურამ უარი გიორგი სანაიას საქმის ხელახალ გამოძიებაზე?

გიორგი სანაიას ოჯახი მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით ჟურნალისტის ოჯახის წევრები მთავარ პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავენ.

ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და გამოძიება არასწორი მიმართულებით წარიმართა.

ვახო სანაიას განცხადებით, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს მკვლელობის შემკვეთისა და შემსრულებელის ვინაობა.

სანაიას ოჯახის მოთხოვნას მთავარი პროკურორი გამოეხმაურა. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პროკურატურა სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებას არ აწარმოებს, რადგან საქმე დასრულებულია და განაჩენი გამოტანილია.

მისივე განმარტებით, საქმის ხელმეორედ გამოძიებისათვის მოსამართლის, პროკურორის ან გამომძიებლის მიერ საქმის წარმოების დროს დანაშაული უნდა იყოს ჩადენილი.

გიორგი სანაია 2001 წლის 28 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით სასჯელს გრიგოლ ხურცილავა იხდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100