სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვატო შაქარიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: ერთ-ერთი პირველი ვინც ახსენდება და მის დაუყოვნებლივ შეწყალებას აპირებს, არის გიორგი ცააძე!

ვატო შაქარიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: ერთ-ერთი პირველი ვინც ახსენდება და მის დაუყოვნებლივ შეწყალებას აპირებს, არის გიორგი ცააძე!

„საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი პირველი ვინც ახსენდება და მის დაუყოვნებლივ შეწყალებას აპირებს, არის გიორგი ცააძე! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ახალაიას და ცააძეს.

„ეს ის კაცია, მძიმედ დაჭრილ, შესაძლოა უკვე გარდაცვლილ ზურა ვაზაგაშვილზე საკონტროლო გასროლა რომ განახორციელა..... ის ასევე ამბობს რომ შეიწყალებს ყველას, მოდით გადავხედოთ ვინ არის ეს “ყველა”!

მიხეილ სააკაშვილი
ზურაბ ადეიშვილი
ვანო მერაბიშვილი
ირაკლი ფირცხალავა
გიორგი ცააძე
ბაჩო და დათა ახალაიები
მეგის და ლევან ქარდავები
კოხტა კოდუა
ვასილ ლილუაშვილი
გიორგი დგებუაძე
ვიქტორ ყაჭეიშვილი
რომან შამათავა
ალექსანდრე მუხაძე
ოლეგ ფაცაცია
გია სირაძე
ერეკლე კოდუა
კახაბერ ნაკანი
გია ლორთქიფანიძე
დავით ჭაკუა
დავით დევნოზაშვილი
გია უდესიანი
გია სოსანაშვილი
და სხვათა მათ ბევრთა, ადამიანის წამებაში, მკვლელობაში, ქონების ჩამორთმევაში, გაუპატიურებაში, მიყურადებაში, ტელევიზიების დარბევაში, საბიუჯეტო თანხების მითვისებაში, მშვიდობიანი მიტინგების დარბევაში მსჯავრდებულების შეწყალებას აპირებს გრიგოლ ვაშაძე! - წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100