სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც ის ბორბალზე გააკრეს. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლისა ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც უძლეველი ზეციური მხედარი.

წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად მიიჩნევა.

23 ნოემბერი საქართველოში ოფიციალურად დასვენების დღეა.

გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების, 23 ნოემბერს კი – ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100