კახა შარტავა ხავერდოვანი რევოლუციის მოლოდინშია
ბოლო დროს საზოგადოებაში გაჟღერებული, საარჩევნო გარემოს შეცვლის ინიციატივასთან დაკავშირებით “დრონი.ჯი” ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს, "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახა შარტავას ესაუბრა. შარტავა ამომრჩევლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ რწმენის დაკარგვას ოპოზიციის არაორგანიზებულობითა და არათანმიმდევრულობით ხსნის და მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს საარჩევნო გარემოს შეცვლაში ხედავს, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე ხავერდოვან რევოლუციასაც არ გამორიცხავს.
– ბატონო კახა თქვენი პარტია საარჩევნო გარემოს შეცვლის ინიციატივით გამოვიდა. კონკრეტულად როგორ გესახებათ საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესი?
– ეს თემა რამდენიმე საკითხისგან შედგება მთლიანობაში. უშუალოდ მნიშვნელოვანი მუშაობის პროცესში საარჩევნო საკითხები იმდენად არ არის რამდენადაც პროცედურები თუ როგორ ტარდება არჩევნები. რა პირობებში და რა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და მეორე ის რასაც ძალიან ძნელია წინააღმდეგობა გაუწიო, ეს არის ოპოზიციის არაორგანიზებულობა, მაგრამ ამ მეორეს რომ მოვერიოთ, პირველის ირგვლივ უნდა შევთანხმდეთ. ანუ იმაზე რომ ყალბდება არჩევნები. ყველა ამბობს, რომ სიები გაბერილია, არარსებული ხმებია შეტანილი სიებში. არარსებული ხმების გამოყენებას სჭირდება რა? ის რომ ხელისუფლების მომხრეს უნდა ჰქონდეს ორი-სამი პირადობის მოწმობა რომ რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა.
თუმცა ამის ნეიტრალიზება შეიძლება და ეს მექანიზმი წინადადებაში უნდა ჩაიდოს. მეორე ჩვენ ვნახეთ კარუსელები. შემოხაზული ბიულეტენების შეტანა და ა.შ ამის აღმოფხვრაც შესაძლებელია და მექანიზმი ჩაიდება წინადადებაში. ხდება უბნის დახურვის შემდეგ მოსული ამომრჩევლით მანიპულირება. Aამ წინადადებების ირგვლივ მოხდა შეთანხმება ათი პარტიისა და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის.
– ამის მიუხედავად ვერც ოპოზიციამ და ვერც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვერ შეძლეთ ამ წინადადებების პრაქტიკული განხორციელება და შეთანხმება პროცესად ვერ იქცა. რა გახდა ამის მიზეზი?
- ამის ხელშეშლის მარტივი მიზეზი არსებობს. თუ ამ ბრძოლას იწყებ და გაქვს პირობა რომ თუ საარჩევნო გარემო არ იცვლება არჩევნებს აზრი ეკარგება და მაშინ არ ვმონაწილეობთ არჩევნებში, მაგრამ როცა ოპოზიციის რაღაც ნაწილი აცხადებს რომ ნებისმიერ პირობებში მაინც მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მაშინ ეს თემა დამთავრებულია. ხელისუფლება აღარ არის ვალდებული ილაპარაკოს საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. არჩევნების თემამ გაყო ოპოზიცია, რის გამოც ვერ მოხდა ამ ბრძლოლის დაწყება. თუმცა თემა საარჩევნო გარემოს შეცვლის შესახებ გამაერთიანებელი იყო ყველასთვის მიდიოდა ესა თუ ის პარტია არჩევნებზე თუ არა. იმ პარტიებს შორის ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა არიან ისეთებიც ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და ისეთებიც ვინც არ იღებდა მასში მონაწილეობას. შეთანხმება იყო საჭირო პრინციპზე ამისთვის ვიბრძვით ბოლომდე თუ არა.
ოპოზიციის იმ ნაწილმა ვინც არჩევნებზე მიდიოდა ეს პრინციპი არ მიიღო და თქვეს რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რამაც ერთობლივი ბრძოლა დაამთავრა. თუ ახლა ამ არჩევნების შედეგის მიხედვით არ გამოიკვეთება საერთო ინტერესი იმისა რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს, მანამ სანამ არჩევნებზე ვილაპარაკებთ. ამის შემდეგ შეცვლილ საარჩევნო გარემოში უნდა მოხდეს არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გაგრძელდება ისე როგორც აქამდე გრძელდებოდა და 2012 წლამდეც და უფრო მერეც ამავე სიტუაციაში მოგვიწევს ყოფნა.
– ბატონო კახა როგორ აპირებთ, საარჩევნო გარემოს შეცვლას და რა შეიძლება იყოს პირველი ეტაპი ამ ინიციატივის დამტკიცებისათვის?
– თავისი ნებით რეჟიმი მოსაგებ სიტუაციას არ დაგითმობს. რეჟიმის მთავარი ამოცანაა შეინარჩუნოს ძალაუფლება. პროცესი რომ მომგებიანი გახდეს ამას სჭირდება ქვეყნის შიგნით სერიოზული მხარდაჭერის უზრუნველყოფა და საერთაშორისო მხარდაჭერა. ქვეყნის გარედანაც ამ ინიციატივას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ექნება მხარდაჭერა, რადგან ყველა ორგანიზაციამ ამას მხარი დაუჭირა, მაგრამ მათი მხრიდან იყო ასეთი განცხადება რომ თუ ოპოზიცია ამ პროცესს დაიწყებს, ისინი პოლიტიკურ მხარდაჭერას აღმოგვიჩენენ. პირველი ეტაპი შეიძლება იყოს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება და პარლამენტში შეგზავნა და ამ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად რაც შეიძლება მეტი ხელმოწერის შეგროვება.
თუ უარს იტყვის ხელისუფლება ის ამ შემთხვევაში უარს ეუბნება არა მარტო ოპოზიციას და ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილს არამედ მთელ იმ საერთაშორისო თანამეგობრობას რომელმაც მხარდაჭერა აღუთქვა ამ პროცესს. შესაბამისად დღის წესრიგში დადგება მარტივი საკითხი, ის თუ რა უნდა უყო ასეთ ხელისუფლებას? ასეთ ხელისუფლებას უნდა ჩამოართვა არჩევნების ჩატარების უფლება და მზად უნდა იყო ამ პროცესის ინიცირებისთვის და თუ ამისათვის არ ხარ მზად რა თქმა უნდა ვერანაირ დათმობას ვერ მიიღებ. მაქსიმუმისთვის უნდა ვიყოთ მზად და რეჟიმს პოლიტიკური საფრთხე შევუქმნათ ხელისუფლების დაკარგვისა.
– თქვენ ამაში მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა დაგჭირდებათ, აქვს კი დღეს მოსახლეობას ოპოზიციის ამხელა რწმენა?
– ოპოზიციის რწმენა რომ გაუჩნდეს მოსახლეობას ოპოზიცია უნდა დადგეს ისეთ ადგილას რომელიც მიმზიდველი იქნება მოსახლეობისთვის. წლების განმავლობაში მთავარი პრობლემა რაც აქვს ქართულ საზოგადოებას მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას რომელიც აკვირდება საქართველოში სიტუაციას, ამბობს რომ ერთი ნაწილისთვის ხელისუფლება მიუღებელია თუმცა მეორე ნაწილი არათანმიმდევრულია და არათანმიმდევრულობის გამო არ აქვს ხალხის მხარდაჭერა.
როცა დღეს ხალხს ერთს ეუბნები, ხვალ მეორეზე თანხმდები, იმედი უცრუვდებათ და კარგავენ ხალხს., თუმცა ის რომ მოსახლეობა მზად არის აქტიურობისთვის ამ არჩევნებმაც დაადასტურა და მიუხედავად იმისა რომ მათ არც სიების, არც ცესკოსი არ ჯეროდათ მაინც წავიდნენ არჩევნებზე. მოსახლეობაში ცვლილების სურვილი არსებობს, ისინი გამოსავლის ძიებაში არიან და ჩვენ მათ სწორედ ეს გამოსავალი უნდა შევთავაზოთ. ხლა ოპოზიციის პასიურ რეჟიმში გადასვლა და იმაზე ორიენტირება შეინარჩუნონ მიღებული პროცენტები იქნება შეცდომა და ასეთ შემთხვევაში ისინი 2012 წლამდე ვერც მიაღწევენ.
– ბატონო კახა, თუ კანონპროექტის შეტანის შემდეგაც თქვენ ვერ მიაღწიეთ საარჩევნო გარემოს შეცვლის კუთხით წარმატებას და კანონპროექტი არ დამტკიცდა, მაშინ რამდენად შესაძლებელია თქვენი მხრიდან მოხდეს უკვე გაჟღერებული ინიციატივის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ მოსახლეობის მოწოდება და როგორ გგონიათ დღეს ამისთვის რამდენად არის ნიადაგი მზად?
– ეს სრულიად შესაძლებელია, თუმცა დღემდე რასაც ვუყურებთ ასეთ მდგომარეობაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ძნელი წარმოსადგენია. ასეთ პირობებში რა თქმაუნდა ამისთვის ნიადაგი არ არის მზად, ამიტომ უნდა დავიწყოთ პოლიტიკური პროცესი რომლითაც მოსახლეობას საყოველთაო მორჩილებიდან საყოველთაო დაუმორჩილებლობაზე გადაიყვანო. როცა ძირითად თვითმმართველ სუბიექტებში გამოიხატება ასეთი ტიპის პროტესტი, მისი ლოკალიზება და ჩაქრობა შეუძლებელი იქნება.
ამის ორგანიზებას სერიოზული პოლიტიკური მუშაობა სჭირდება და ეს გაცილებით რთულია, ვიდრე წინასაარჩევნოდ უკან-უკან სიარული და იმის მოყოლა როგორ კარგ ცხოვრებას მოუწყობ მოსახლეობას თუ მერი გახდები. ვინც ამ პროცესისთვის იქნება მზად შეეძლება პოლიტიკური პროცესი მართოს და გაიმარჯვოს კიდეც. თითოეული სუბიექტის გადასაწყვეტია ის ტივტივს აპირებს თუ ბრძოლას.
– რამდენად მოსალოდნელია რომ ეს პროცესი დროში იქნეს გაწელილი 2013-13 წლამდე?
– ეს პერიოდი ჩვენ თვითონ უნდა დავგეგმოთ და ე.წ “დედლაინი” უნდა გვქონდეს ჩვენთვის დადებული. ზაფხულის განმავლობაში ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთება და გვეცოდინება საით მიდის პროცესი. შემოდგომის დასაწყისისთვის იქამდე უნდა მივიყვანოთ საქმე რომ ვიცოდეთ რამდენად გამოდის საარჩევნო გარემოს შეცვლა. მის შემდეგ დაინახავ რა ვადა დასჭირდება არჩევნებამდე მისვლას.
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში უნდა შევქმნათ ორგანო, საერთო სახლხო კონგრესის სახით, რომელსაც შეუძლია ლეგიტიმაცია მისცეს პროცესს, რომ ჩამოერთვას არჩევნების ჩატარების უფლება ამ რეჟიმს. ჩვენ უბრალოდ გვინდა ბოიმეტრიული ფოტო, რათა ამომრჩეველმა ორ და მეტ უბანზე არ იაროს და არ მისცეს ხმა. Gვინდა რომ არ შემოაგზავნონ ბეჭედდარტყმული ბიულეტენები, გვინდა წინასწარ იქნეს დაფიქსირებული ამომრჩეველთა ოქმი რათა მერე არ დაუკლონ ან არ მოუმატონ რაოდენობა. ჩვენ გვჭიდება მექანიზმები რომლებიც ამისგან დაგვიცავს.
როდის გადადიხართ უშუალოდ მუშაობის პროცესზე ამ კანონპროექტის გარშემო და თუ შედგა ინიციატივის ხელმომწერ პარტიებს შორის უკვე ამ საკითხზე კონსულტაციები?
– უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს ხელმომწერი პარტიებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება ვისთანაც კონსულტაციები გავიარეთ. თუ დავრწმუნდით რომ ამაზე ბრძოლას აზრი არა აქვს, მაშინ მეორე მექანიზმის ამუშავება უნდა დაიწყოს, რომელიც ქვეყანაში სხვა ტიპის საპროტესტო გარემოს შექმნის. ეს იქნება უფრო ორგანიზებული და არა მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. შამოქალაქო პროტესტის ფონზე უნდა დააფიქსირო ამომრჩეველთა ნება. ან ვცვლით საარჩევნო გარემოს, ან არჩევნები უნდა ჩატარედეს ამ რეჟიმის გარეშე.
ხელისუფლება უნდა გახადო ქმედუუნარო და მიმართო გაეროდან დაწყებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას რომ არჩევნები ჩაგვატარებინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ხავერდოვანი რევოლუცია. ეს პერსპექტივა რომ თავიდან ავიცილოთ ჯობია მშვიდად გავყვეთ საქმეს და საკანონმდებლო ინიციატივის შეცვლით მივაღწიოთ საარჩევნო გარემოს შეცვლას. ეს საქმე გამოვა თუ არა მთლიანად ხალხის სურვილზე იქნება დამოკიდებული.
კომენტარი