„TV პირველის“ ჟურნალისტი ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს
„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ავრცელებს.
ინგა გრიგოლიას განმარტებით, თავისი კოლეგა დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა, რის გამოც დაკვირვების მიზნით კლინიკაში მოათავსეს. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
კომენტარი