სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიონ კოტიარი შეყვარებულისგან ორსულადაა და ბრედ პიტთან რომანს უარყოფს

მსახიობი მარიონ კოტიარი, რომელსაც მედია ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორებას აბრალებს, განმარტებას აკეთებს:
"ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი გამოხმაურება ბოლო 24 საათში ატეხილ ხმაურზე, რომელიც ჩემ გარშემო გავრცელდა. არ ვაპირებდი ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას, მაგრამ რადგანაც ამ ამბავმა ყველა ჩემ საყვარელ ადამიანამდე მიაღწია, გადავწყვიტე განვმარტო.
პირველ რიგში, ბევი წლის წინ, მე შევხვდი ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ჩემი ვაჟისა და იმ ბავშვის მამას, რომელსაც ველოდებით. ის არის ჩემი სიყვარული, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ერთადერთი ვინც კი მჭირდება. მეორე, მივმართავ მათ, ვინც ამტკიცებს, რომ მე განადგურებული ვარ ამ სიტუაციით, გეტყვით, რომ ძალიან კარგად ვარ, მადლობა. ეს ტყუილი საუბრები მწუხარებაში არ მაგდებს. მივმართავ მედიას და ჩემ არაკეთილმოსურნეებს, რომელთაც განაჩენი უკვე გამომიტანეს, გისურვებთ სწრაფად გადალახოთ ეს ყოველივე.
ბოლოს კი, ვიმედოვნებ, რომ ბრედი და ანჯელინა, რომელთაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, იპოვიან სიმშვიდეს ამ ხმაურიან მომენტში. სიყვარულით მარიონი", - წერს მსახიობი, რომელსაც მსახიობ გიიომ კანესთან უკვე მრავალწლიანი რომანი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს ეყრებიან. ყვითელი პრესა წყვილის დაშორების მთავარ მიზეზად მარიონ კოტიარს ასახელებდა. ჭორების მიზეზი კი ფილმი გახდა, სადაც პიტი და კოტიარი ერთად თამაშობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100