ქალს მთელი კვირა ეჭირა ხელში ტელეფონი და ახლა თითები პარალიზებული აქვს
ჩინეთის მოქალაქემ სამსახურიდან შვებულება აიღო და იმის ნაცვლად, რომ სადმე გამგზავრებულიყო, სახლში, სმარტფონთან ერთად ჯდომა ამჯობინა.
ის იმდენად გაერთო ტელეფონში სხვადასხვა ვიდეობის ნახვითა და სოციალურ ქსელში მეგობრებთან საუბრით, რომ მთელი კვირა სმარტფონი ეჭირა ხელში, ძილის დროსაც კი.
ერთი კვირის შემდეგ ქალმა თითებში ნელ-ნელა ტკივილი იგრძნო, რაც მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა. საბოლოოდ კი ტელეფონმა მისი თითების პარალიზება გამოიწვია, რამაც საავადმყოფომდე მიიყვანა. ექიმმა განაცხადა, რომ მიზეზი ტელეფონის დიდი ხნით ხელში ჭერა იყო.
კომენტარი