სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას წერს მიხეილ სააკაშვილი გრანდ კანიონზე, რომლის მოსანახულებლად ნიკოლოზთან ერთად იყო

აი, რას წერს მიხეილ სააკაშვილი გრანდ კანიონზე, რომლის მოსანახულებლად ნიკოლოზთან ერთად იყო არიზონაში:

რამდენიმე დღის წინ მე და ნიკოლოზი გრანდ კანიონის სანახავად, არიზონაში ვიყავით.

მინდა გითხრათ, რომ ხვამლის მთა, რომელიც ჯერ კიდევ ჟიულ ვერნს აქვს აღწერილი უფრო ლამაზია. ამ მთასთან უნდა გასულიყო სვანეთთან დამაკავშირებელი გვირაბი და შემდეგ ეს გვირაბი გადავიდა თეთნულდის ახალ სათხილამურო კურორტზე. ივანიშვილმა შეაჩერა გვირაბის დაპროექტება, თეთნულდის გაჩერებაც მოთხოვა ფრანგებს, მაგრამ ვინაიდან ჩემს მთავრობას უკვე შეღავათიანი კრედიტით საბაგიროები ჰქონდა შეკვეთილი აღარ გამოუვიდათ კურორტის მშენებლობის შეჩერება, თუმცა ტემპი მკვეთრად შეანელეს.

შემდეგმა ნორმალურმა მთავრობამ, აუცილებლად უნდა დაამთავროს სვანეთთან დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქუთაისიდან მესტიაში 2 საათზე ნაკლებში მიგვიყვანს და ამას დაემატება ხვამლის კანიონის მსოფლიო ტურისტულ მარშრუტებზე მოხვედრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100