სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალგაზრდა ქალი მისთვის სრულიად უცხო მამაკაცმა დაჭრა

ლაგოდეხში შუახნის ქალს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა სოფელ უზუნთალაში გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობა მუცლის არეში მისთვის უცხო მამაკაცმა დანის გამოყენებით მიაყენა. ინციდენტისას ქალი ეზოში იმყოფებოდა.

დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს. ექიმის თქმით, მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია, უკვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე საათში დატოვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებული ქალის დაზიანებების შესახებ პოლიციაში შეტყობინება ლაგოდეხის საავადმყოფოდან შემოვიდა. დაიწყო დაუყოვნებლივ საგამოძიებო ღონისძიებები.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100