სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუკეშ ამბანი – ინდოელი ერის სახე

ინდოელი მილიარდერი, მუკეშ ამბანი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა ათეულშია. „ფორბსის“ მონაცემებით, მან, ერთი პერიოდი, კომპიუტერულ გენიას, ბილ გეითსს მთელი მილიარდით გადაასწრო. გასულ წელს, ამბანიმ მდიდართა სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

მომავალი მილიარდერი 1957 წელს, მუმბაიში, ინდოეთში დაიბადა. თავის სამშობლოში, ამბანი ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. მუკეშ ამბანი ინდოეთის ყველაზე მსხვილ, ნავთობქიმიურ კორპორაციას, Reliance Industries Ltd–ს ხელმძღვანელობს. კომპანია 27 სართულიან ცათამბჯენში, ანტილიაშია განთავსებული, მისი საერთო ფართობი 400 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.

დღეისათვის, ამბანის ქონება 29 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასულ წლებთან შედარებით, მისი შემოსავალი 58 პროცენტით შემცირდა. თუმცა, ამის მიუხედავად, „ფორბსის“ პროგნოზით, ამბანი, 2014 წელს, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდება. ჟურნალის გათვლებით, ოთხი წლის შემდეგ, ინდოელის ქონება 62 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

მუკეშის მამა, თავდპირველად, ჩვეულებრივი ბიზნესმენი იყო, რამდენიმე ხნის შემდეგ კი, ის ინდური მრეწველობის ლეგენდად იქცა. ამბანიმ ბომბეის ქიმიურ–ტექნოლოგიური უნივერსიტეტში დაამთავრა, ბაკალავრის ხარისხი მიიღო და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტენფორდის ბიზნეს–სკოლაში გაემგზავრა. მამის ავადმყოფობის გამო, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, მუკეშმა სწავლა მიატოვა და მუმბაის დაუბრუნდა.

1981 წლიდან, მილიარდერმა მუშაობა მამამისის კომპანიაში დაიწყო. მუკეშმა, შრომისმოყვარეობის და ნიჭის წყალობით, 51 ახალი საწარმო შექმნა. ყველა მათგანი სრულიად ახალი, წამყვანი ტექნილოგიებით აღჭურვეს. Так Reliance Industries მსხვილ სტრუქტურად გადაიქცა. ის ყველაზე დიდი ნავთობმწარმოებელი ქარხანაა მსოფლიოში, რომელიც ჯამნაგარში მდებარეობს. ბიზნესმენი მთელი ინდოეთის მასშტაბით, მაღაზიების გახსნასაც გეგმავს.

მუკეშ ამბანის უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. რამდენიმე წლის წინ, მას წლის საქმიანი ლიდერის სტატუსი მიენიჭა. ის შედის მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემი საქმიანი ლიდერების რიცხვში. მუკეში ნიტა ამბანზეა დაქორწინებული და მათ სამი ვაჟიშვილი – იში, აკაში და ანატი ჰყავთ. ნიტა საქველმოქმედო და სოციალური პრობლემებით არის დაინტერესებული. 2004 წელს, მუკეშ ამბანი აზიაში ყველაზე გავლენიან ფიგურად აღიარეს.

თანამედროვე ინდოეთისათვის, მილიარდერი უმნიშვნელოვანესი პერსონაა. ის ინდოელი ხალხის სახედ ითვლება. გარდა კომპანიის ხელმძღვანელობისა, მუკეში კომპანიაში სხვა კიდევ უამრავ ფუქციას ითავსებს და საწარმოს დიდი წარმატებით მართავს.

presa.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100