სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფი: ლიბიელი ხალხი მოკვდება და ნავთობს არ დათმობს

"ლიბიელი ხალხი მზად არის მოკვდეს საკუთარი ნავთობის დასაცავად. ხალხი არასდროს დაუშვებს, რომ ეს სიმდიდრე ხელში ჩაუვარდეს ნატოსთან შეკრულ მოღალატეთა ბანდას", - ამის შესახებ ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ ქალაქ მარსა-ელ-ბრეგასზე გადამწყვეტი შეტევის დაწყების წინ განაცხადა, სადაც ნავთობის ტერმინალებია განლაგებული.

კადაფიმ თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთის ზეწოლის გამო იგი ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

"ისინი ითხოვენ ჩემს წასვლას, მაგრამ მე მზად ვარ თავი გავწირო საკუთარი ხალხის გამო და არ დავტოვებ მიწას, რომელიც გაჟღენთილია ჩემი წინაპრების სისხლით, რომლებიც იტალიელი და ბრიტანელი კოლონიზატორების წინააღმდეგ იბრძოდნენ", - აღნიშნა კადაფმა.

მისივე შეფასებით, აჯანყებულებმა ლიბიელი ხალხი ბენგაზში, მისტრარში და სხვა ქალაქებში "ტყვედ აიყვანეს", თუმცა კადაფის თქმით, დატყვევებულებს მისი მომხრე 5 მილიონი შეიარაღებული ლიბიელი აუცილებლად გაანთავისუფლებს.

"ამ ვირთხებმა ჩვენი ხალხი ტყვედ აიყვანეს, თუმცა ჩვენ ამ ქალაქებს დავიბრუნებთ", - მიმართა ლიბიის მმართველმა თავის მომხრეებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100