რა უნდა მიირთვათ ორსულობისას იმისათვის რომ მოაზროვნე ბავშვი გაგიჩნდეთ?
კანადელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის თანახმადაც ბავშვის განვითარებისათვის დედამ ორსულობის დროს ხილი უნდა მიირთვას.
სპეციალისტთა განმარტებით ორსულის რაციონში ხილის შეტანა მოაზროვნე ბავშვის დაბადების წინაპირობაა.
კვლევის პროცესში დადგინდა, რომ ხილის მოყვარული დედების ბავშვებს აქვთ უფრო კარგი ორიენტაციის, აზროვნებისა და მეხსიერების უნარი.
აღსანიშნავია, რომ ხილს ბავშვზე ასეთი ეფექტური გავლენა აღარ აქვს დაბადების შემდეგ, ამიტომ ორსულებმა აუცილებლად უნდა მიირთვან ხილი.
კომენტარი