ადრიანა ლიმა ქმარს ოფიციალურად გაშორდა
ადრიანა ლიმა და კალათბურთელი მარკო იარიჩი ოფიციალურად განქორწინდნენ. შეუღლებიდან 7 წლის შემედგ მათი ქორწინების ანულირება მანჰეტენის სასამართლომ დაარეგისტრირა.
წყვილის საერთო გადაწყვეტილებით ბავშვები დედასთან რჩებიან. 6 წლის ვალენტინასა და სამი წლის სიენას მთავარი მეურვე ადრაიან გახდა. განქორწინების სხვა დეტალებს კი ყოფილი ცოლ-ქმარი არ ასაჯაროებს.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი, რომლებსაც ერთად აღვზრდით“ - განაცხადა მოდელმა მედიასთან საუბრისას.
კომენტარი