სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს" - იმერეთის გუბერნატორი

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქალაქიდან ქალაქში გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს.

როგორც შალამბერიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში, გუბერნატორებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, გადაუდებელ შემთხვევაში მოხდება ავტობუსების მობილიზება.

„ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეს ადამიანები თვითონვე უქმნიან საფრთხეს ერთმანეთს, ვინც შეიძლება ერთ მიკროავტობუსში იყოს მოთავსებული. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ძალიან დეტალურად ყველა ის ადამიანი, ვინც ქალაქიდან ქალაქში სამსახურში დადის და თუ ეს იქნება გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობით, ჩვენ შევძლებთ ავტობუსების მობილიზებას, სადაც შეიძლება დავიცვათ უსაფრთხოებით წესები. ავტობუსში, რომელშიც ეტევა 50 ადამიანი, შეგვიძლია განვათავსოთ მხოლოდ 20, ოღონდ იმ სტანდარტის დაცვით, რომ მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ“, - განაცხადა შალამბერიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100