სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაჭრილი 28 წლის პატიმარი საავადმყოფოში გარდაიცვალა

პატიმარი, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.

28 წლის გურამ სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სვანიძე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ ციხის ადმინისტრაციამ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გასროლა, რომლითაც პატიმარმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, სწორედ ამ დაწესებულებაში მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100