აფეთქება რუსთავში - დაშავებულებს შორის არასრულწლოვანები არიან
რუსთავში, მე-19 მკ.რ-ში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია. შსს მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
„21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“ - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკა „რუსთავში" არიან გადაყვანილი, მათგან 8 წლის ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
კომენტარი