"ხანდახან მგონია, რომ ჯანეტა დედაჩემის გზავნილია" - ნოე სულაბერიძე
პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ ვრცელი სტატუსი დადო თავის დაოჯახებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მიმართა:
ამბობენ, რომ ადამიანებს ჭირში გაიცნობო. პირადი დაკვირვებით მინდა გითხრათ რომ ლხინში მეტად თუ არა, ნაკლებადაც არ იფილტრება ადამიანი. ასეთ დროს თქვენს მიერ მოწერილი ყოველი კეთილი სიტყვა განსაკუთრებულია. შარშან ძალიან ცუდი წელიწადი მქონდა და ხანდახან მგონია რომ ჯანეტა დედაჩემის გზავნილია. ამას რომ ვათვითცნობიერებ, კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ იმას რაც ასე ძვირფასია ჩვენთვის.
მათ, ვისაც ნაპოვნი გყავთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი სიბერემდე ბედნიერებას გისურვებთ. მათ, ვისაც ჯერ არა, მალე გეპოვმოთ და იგივე ემოციები გენახოთ, რაც ჩვენს გვხვდა წილად.
მადლობა კიდევ ერთხელ" - დაწერა ნოემ.
კომენტარი