სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლოს უარი "სი-ტი პარკს"

თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სი-ტი პარკის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რომელიც მერიის მიერ ადმინისტრაციული აქტის კანონიერების განსაზღვრას ეხებოდა. სასამართლომ ურჩია კომპანიის ადვოკატებს სახელშეკრულებო წესით ედავათ. მოსამართლემ არც ეს სარჩელი დაუშვა.
„სასამართლოს უარის "სი-ტი პარკს" - კომპანიასა და მერიას შორის არსებულ დავის განხილვაზე სასამართლომ უარი თქვა. უფლებას არ გვაძლევენ საქმე სასამართლოში აღოძრას,” - აცხადებს კომპანიის ადვოკატი ნათია წკეპლაძე და სასამართლოს კომპანიის მიმართ პროცედურული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც ირკვევა, „სი-ტი პარკს“ არ ეძლევათ საშუალება კომპანიის მიმართ წაყენებული ბრალდებების აბსურდულობა დაამტკიცონ. საუბარია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე, რასაც თბილისის მერია კომპანიას ედავება.
„სი-ტი პარკს ხელშეკრულება არ დაურღვევია. ამჯერად, კი არ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ დაგვემტკიცებინა სასამართლო წესით, რომ ეს შენიშვნები არის დაუსაბუთებელი.
ფაქტობრივად უსაფუძვლო, არაკანონიერი. ანუ ეს არის არა ნამდვილი მიზეზი "სი-ტი პარკის" მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა, არამედ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომ არ სურთ "სი-ტი პარკი" ახორციელებდეს ამ ფუნქციას, რასაც გავიგებდით თბილისის მერიისგან. ეს არაფერი დრამატული არ იქნებოდა თუ ეს მოხდებოდა კანონის შესაბამისად. კანონის შესაბამისად არ ხორციელდება და ამას გვიდასტურებს თვითონ სასამართლოს მოქმედებაც,“-განაცხადა კომპანიის ადვოკატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100