სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მირანდა ფაღავა იუსტიციის სახლისგან, პირადობის მოწმობაში ტრანსგენდერებისთვის სქესის ჩანაწერის შეცვლას ითხოვს

ტრანგენდერმა მირანდა ფაღავამ იუსტიციის სახლში 1055 ხელმოწერა წარადგინა და აი, რა სქესის ჩაწერას ითხოვეს ის ოფიციალურ, პირად მონაცემში:
„დღეს იუსტიციის სახლში შევიტანეთ პეტიცია, რომლითაც მოვითხოვთ, საქართველოს კანონის ,,სამოქალაქო აქტების შესახებ,, 76-82 მუხლებში რეგულაციების შეცვლას ,,სამოქალაქო აქტების შეცვლასთან დაკავშირებით. კერძოდ კი ჩვენ მოვითხოვთ ზემოთ ხსენებული პეტიციიტ,რომელსაც ჰყავს 1055 ხელმომწერი, პირადობის მოწმობაში შეიცვალოს სქესის მონაცემი გენდერული დისფორიის საბუტის წარდგენის საფუძველი, რაც ბევრად უფრო ჰუმანური მეთოდია ვიდრე დღეისთვის დანერგილი პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებისგან მოითხოვს მოქალაქემ წარადგინოს ბიოლოგიური (ანატომიური) სქესის შეცვლის დამადასტურებელი (კასტრაციის) სამედიცინო ცნობა. რეალურად საქართველოში ამ ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია რადგან:

1)არ არსებობე შესაბამისი ექიმები ვისაც ექნება მზგავსი ოპერაციების ჩატარების კვალიფიკაცია ან
და წარმატებული პრაქტიკა.

2)სქესის შეცვლისტვის აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი ჰორმონალური თერაპია, რაზეც ხელი ვერ მიუწვდება ქართველ ტრანსგენდერებს რადგან საქარტველოში არ მოიპოვება ჰორმონები, ასევე სამკურნაო გეგმა.

შესაბამისად ზემოთ ხსენებული პრობლემების გამო საქართველოში დღეის მდგომარეობით შეუდზლებელია პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლა რის გამოც ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველ დღიურ ცხოვრებაში ექმნებათ უამრავი პრობლემები, საზგვარზე გადასვლის დროს, მომსახურების სფეროებში, დასაქმების დროს და ას......ზემოთ ხსენებული პეტიციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს პრობლემები მოგვარებული იქნებოდა, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებდა საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებას“- წერს მირანდა და იუსტიციის სახლიდან ფოტოსაც აქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100