სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაბეღლავის მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსი „მიქსტერია“ დასრულდა

„ნაბეღლავის“ მიერ ორგანიზებული ფოტოკონკური „მიქსტერია“ 13 ოქტომბერს ოფიციალურად დასრულდა. კონკურსი 3 კვირის განმავლობაში, კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე მიმდინარეობდა. კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაბამის ელექტრონულ მისამართზე, თავისი ხედვებისა და ფანტაზიის შესაბამისად შექმნილი კოქტეილის ფოტო გამოეგზავნათ, რომლის აუცილებელი ინგრენდიენტიც ნაბეღლავის მინერალური წყალი იქნებოდა.

საბოლოოდ 3 კვირიანი შეჯიბრის შედეგად კონკურსში 36 მდე ნამუშევარი შემოვიდა, მათგან კი ჟიურის მოწონება ოთო გორდელაძისა და ზურაბ ლოლაძის ნამუშევრებმა დაიმსახურეს.

„ფოტოკონკურსი წამახალისებელ სახეს ატარებდა, „ნაბეღლავი“ აქამდეც ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა ბარმენების მიერ კოქტეილების მომზადების პროცესში და გადავწყვიტეთ ამ ყველაფერში ჩვენი პროდუქციის რიგითი მომხმარებლებიც ჩაგვერთო. ყველას თავისი გემოვნების მიხედვით შეეძლო გამოეყენებინა მინერალური წყალი და შესაბამისად კრეატიულად გაფორმებული ფოტო გამოეგზავნა ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გვინდა კომპანიის სახელით გამარჯვებულებს მივულოცოთ, ხოლო ყველა სხვა მონაწილეს მადლობა გადავუხადოთ კონკურსში მონაწილებისთვის, „ნაბეღლავი“ მომავალშიც აუცილებლად ჩაატარებს სხვა მსგავსი სახის კონკურსებს, რომლებსაც უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება“ - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100