სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Microsoft-მა HUAWEI-ს ლეპტოპები საკუთარ ვებგვერდზე პროდუქტების ნუსხაში დააბრუნა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და მსხვილმა კომპანია Microsoft-მა, HUAWEI-ის ლეპტოპები საკუთარ ვებგვერდზე, პროდუქტების ნუსხაში დააბრუნდა. როგორც იცით, აშშ-ს მთავრობის სანქციების ფონზე, ამერიკულმა კომპანიებმა სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვონ, იმისათვის, რომ HUAWEI -სთან ბიზნესის წარმოება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

CNCB-ის განცხადებით, კომპანია Microsoft განაგრძობს HUAWEI -ს ლეპტოპების გაყიდვას საკუთარ ვებგვერდზე, მას შემდეგ, რაც გადააფასა კომპანიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. ასევე, Microsoft -მა ფაქტობრივად პირობა დადო, რომ HUAWEI -ს არსებულ მოწყობილობებზე პროგრამულ განახლებებს გააგრძელებს.

“ჩვენ იმ მოსაზრების ერთგულნი ვრჩებით, რომ აუცილებელია მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება მივაწოდოთ. ჩვენ გადავაფასეთ ა.შ.შ.-ს კომერციული დეპარტამენტის გადაწყვეტილება HUAWEI -სთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ Microsoft-ის პროგრამული განახლებების შეთავაზება HUAWEI-ს მოწყობილობებზე“ - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

ბოლო დროს კომპანია HUAWEI- ირგვლივ უამრავ სიახლე და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაჩნდა, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. უამრავი ვერსიისა თუ პროგნოზის ფონზე, ერთი რამ ნამდვილად ცხადია - HUAWEI განაგრძნობს ტექნოლოგიურ განვითარებას და მომხმარებელს სამომავლოდ, უმრავ სასიამოვნო სიურპირზსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებას ჰპირდება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100