ნამცხვარი თხილით
მასალა:
300 გრამი ფქვილი
10 გრამი საფუარი
8 სუფრის კოვზი რძე
ცოტა მარილი
90 გრამი შაქარი
40 გრამი მარგარინი
1 ცალი კვერცხი
15 გრამი მარგარინი
125 გრამი გასუფთავებული თხილი
½ პაკეტი ვანილი
ლიმონიანი-შაქრიანი მინანქარი
ფქვილის, რძის, საფუარის, კვერცხის, მარგარინის, მარილისა და შაქრისაგან მოვზილოთ ცომი. ვაცალოთ ცომს ამოფუება, გავაბრტყელოდ არც თუ ისე თხელ ფირფიტად. ცომისაგან გამოვჭრათ სამკუთხედი ნაჭრები და წავუსვათ გამდნარი მარგარინი. შაქარში არეული თხილი ოდნავ მოვხალოთ და დავნაყოთ. დავუმატოთ ვანილი და ცოტა წყალი, რომ წელვადი მასა მივიღოთ. ცომის ნაჭრებს წავუსვათ ეს მასა და დავახვიოთ. მიღებულ ხვეულებს ვაცალოთ ცოტა კიდევ გაფუება და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ფორმაში ცხელ ღუმელში, ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში (როგლიკები უნდა შეწითლდეს). ჯერ კიდევ თბილ ხვეულებს წავუსვათ ლიმონის მინანქარი.
კომენტარი