სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეველოპერულმა კომპანიამ ,,m2 უძრავი ქონება’’20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

თბილისი,20 მარტი, 2015–დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება“, 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებით გამოშვების შესახებ აცხადებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში, m2მომხმარებელს უკვე მესამედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები m²–ის ობლიგაციებში და შესაბამისად, საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს. ხსენებული ორწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 9.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება. m2-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტ“-მა განახორციელა.

„მოხარულივარ ავღნიშნო „გალტ& თაგარტის“ როლი m2-ის ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის ყველაზე მსხვილი საჯარო განთავსება. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მოთხოვნამ გადააჭარბა კიდეც მიწოდებას. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკომომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები,“ განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ m²–ის ობლიგაციების რიგით მესამე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. წინა ორი გამოშვების მსგავსად, m²–ის ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მომხმარებლის მხრიდან m²–ის მიმართ არსებული მაღალი ხარისხის ნდობას.დეველოპერული კომპანია განაგრძობს ახალი, ინოვაციური პროექტების განვითარებას და მომხმარებლის სხვა და სხვა საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების შექმნას,“განაცხადა დეველოპერული კომპანიის „m² უძრავი ქონება“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.

m²–ის ობლიგაციის შეძენით დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ინვესტიციების მართვის კომპანიას „გალტ & თაგარტ“: www.gt.ge

სს ‘m² უძრავი ქონება” -ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge

„გალტ & თაგარტი“-ს შესახებ:

ინვესტიციების მართვის კომპანი „გალტ & თაგარტი“, მომხმარებელს სთავაზობს, მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორაციულ საკონსულტაციო მომსახურება, კერძო კაპიტალის მართვა, დარგოვილი ქონების მართვა, საბროკერო მომსახურება და კვლევა. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.gt.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100