სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საავადმყოფოების რეკონსტრუქცია და მათი ევროპული სტანდარტების მიხედვით განვითარება მისასალმებელია“

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო თოდუა ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება.

„მისასალმებელია, თუ მოხდება აღნიშნული საავადმყოფოების რეკონსტრუქცია და მათი ევროპული სტანდარტების მიხედვით განვითარება. ერთი კვირის წინ შეხება მქონდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოსთან. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო პალატაში იწვა პაციენტი, პირობები მაინც არ იყო შესაფერისი და არსებული სერვისები ოცდამეერთე საუკუნისათვის მიუღებელია. ამიტომ, თუ ეს ტენდერი გამჭვირვალე იქნება და თბილისში არსებული სამი საავადმყოფოს მდგომარეობა გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ მივესალმებით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ფასები დარეგულირდეს და არ გაიზარდოს“.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი დღეს არსებულ ფასებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს მომსახურება საკმაოდ ძვირია. „მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი და მომსახურება არ არის სახარბიელო, ფასები დაბალი მაინც არ არის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაღალი ფასების მიუხედავად, ექიმების ანაზღაურება მაინც ძალიან დაბალია. თუ ესეც გასათვალისწინებულია და ამხელა წამოწყების პარალელურად არსებული პრობლემაც დასარეგულირებელია, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას მივესალმები, როგორც რიგითი მოქალაქე“, - განაცხადა ნინო თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტენდერი რამდენიმე თვის წინათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ “საპარტნიორო ფონდის “ დახმარებით გამოაცხადა, სადაც განაცხადი სამმა კომპანიამ წარადგინა, რომელთა შორისაც ერთი კანადური და ერთიც ქართული კომპანია იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კონსორციუმმაალფამედიკმადაიმსახურა. სრული დოკუმენტაცია ვადებში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ წარადგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100