სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე ვიტყვი რატომ არის აუცილებელი დღევანდელი აქცია" - ნანუკა ნაციონალების აქციაზე შვილთან ერთად მივიდა

ნაციონალური მოძრაობის აქციას ნანუკა ჟორჟოლიანი შვილთან ერთად შეუერთდა. თავისუფლების მოედანზე გასვლამდე ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა. ნანუკას სტატუსს დრონი,ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„სწორი იყო ის არჩევანი, რომელიც ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა. სწორი და აუცილებელი.

არ დავიწყებ მიზეზების ჩამოთვლას. რამდენიმე მიზეზის გამო იყო სწორი და კარგი.

მე ვიტყვი რატომ არის აუცილებელი დღევანდელი აქცია.

1. ხელისუფლება დღეს დაინახავს, რამდენ ადამიანს არ უნდა წარსულში დაბრუნება.

2. ხელისუფლება დაინახავს რამდენ ადამიანს არ მოსწონს გაჩერებული ქვეყანა.

არ დავიწყებ წერას პრემიებზე, ნეპოტიზმზე, ქურდულ მენტალიტეტზე ზედა რგოლებში, არც იმის ახსნას დავიწყებ 2 წელიწადში რამდენი რამ გააფუჭეს

იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა გაჩერებული და ახლა უკვე უკან მიმავალი ქვეყანაა.

აი რატომ მივდივარ აქციაზე:)

თორემ ჩემი ქმარი ევროპაში მირჩევნია. ასე ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა და ასეც დარჩება რაც არ უნდა შეიცვალოს“ - წერს ჟორჟოლიანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100