სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელოვანებისთვის ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე გაიხსნა

ბათუმში მაზნიაშვლის ქუჩა #47 პროექტი Street.art.ge ფარგლებში სახელოსნო გაიხსნა. პროექტის თანახმად სახელოსნო აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით: 3D პრინტერით, ლაზერით გრავირებისათვის, პროექტორითა და სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოებით, დამზადდა სპეციალური საგამოფენო A2 ზომის წყალგაუმტარი, კედელზე მისამაგრებელი თხელი ყუთები,რაშიც განთავსდება არტისტების ნამუშევრები.

"არტ-ბოქსები“, რომლებიც განთავსებულ იქნა ბათუმში 9 ლოკაციაზე. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნათია სირაბიძის განმარტებით პროექტის Street.art.ge-ს მიზანი იყო თანამედროვე ახალგაზრდა ფოტოგრაფებისათვის ილუსტრატორებისათვის და გრაფიკოსებისათვის შექმნილიყო მარტივი სივრცე ,სადაც ისინი სახლიდან გაუსვლელად შეძლებდნენ ქალაქში გამოფენის მოწყობას.

ასევე თავს გააცნობდნენ საზოგადოებას და მოახდენდნენ თავისივე შემოქმედების გაყიდვას, პროექტის ფარგლებში შექმნილი "არტ ბოქსების“,Web გვერდის და სახელოსნო სტუდიის მეშვეობით, სახელოსნო აღჭურვილიყო თანამედროვე ტექნიკით, 3D პრინტერით, ლაზერით გრავირებისათვის პროექტორითა და სხვა და სხვა დამხმარე ხელსაწყოებით.

პროექტის ფარგლებში ჩაეშვება ვებ გვერდი,რომლის მეშვეობით არტისტები ნახავენ გამოფენების კალენდარს,ექნებათ თავისი ნამუშევრების პორთფოლიო,სახლიდან გაუსვლელად ექნებათ შესაძლებლობა ბაზაში ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები, ასევე მოაწყონ გამოფენები სხვა და სხვა ლოკაციებზე და გაყიდონ.

საზოგადოება გაეცნობა თანამედროვე ხელოვნებას და მათი ჩართულობა ამ პროცესში იქნება სრული,რადგან ქუჩაში გავლის დროს შეუმჩნეველი არ დარჩება "არტ ბოქსები“,ასევე ტურისტებისათვის შეიქმნება სპეციალური რუქები,რადგან საზოგადოება კარგად გაეცნოს საფეხმავლო საგამოფენო მარშუტს. ვებ გვერდზე განთავსდება სპეციალური რუკა,რომლის მეშვეობითაც ყველა მსურველს შეეძლება იპოვნოს "არტ-ბოქსები“.გამოფენა გაიმართება მინიმუმ თვეში ერთი.

ამ პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება ონლაინ მაღაზია,სადაც ახალგაზრდა არტისტები გაყიდიან თავიანთ ნამუშევრებს, რომელსაც დაამზადებენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ადაპტირებულ სტუდია სახელოსნოში.

ეს პროექტი საშუალებას მისცემს ახალგაზრდა თანამედროვე ხელოვნებს გააცნონ თავისი შემოქმედება საზოგადოებას, მოხდება მათი პოპულარიზაცია და უფრო მეტ ახალგაზრდა ხელოვანს მიეცემა მოტივაცია ჩაერთოს შემოქმედებით პროცესში და გაიფართოვონ შემოქმედებითი არეალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100