სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თქვენს მზრუნველობას ოჯახის წევრები საჭიროებენ, კოლეგები - დახმარებას. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.

კურო
წარმატებული დღე გელით. ადვილად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოებთან. სამწუხაროდ, ვალდებულებების გამო საყვარელ ადამიანთან შეხვედრას ვერ მოახერხებთ.

ტყუპი
იღბლიანი დღე გელით. დილიდანვე შეუდექით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად.

კირჩხიბი
გავლენიან ადამიანებთან და საქმიან პარტნიორებთან მეგობრულ გარემოში განიხილეთ ახალი პროექტები. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ.

ლომი
დღეს გამოგიჩნდებიან მიმბაძველები. გარშემო მყოფებისთვის სამაგალითო გახდებით. საღამოს სადღესასწაულო ვახშამი და მხიარულება გელით.

ქალწული
ნუ ხართ ყველაზე მზრუნველი. ჯერ საკუთარი საქმეები მოაგვარეთ და სხვებს მერე დაეხმარეთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, შეიქმენით კომფორტი, მეტად დაისვენეთ.

სასწორი
სიურპრიზებით დატვირთული დღე გელით. დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. კარგია შოპინგი. საღამოს კი რომანტიკული პაემანი გელით.

მორიელი
დღეს ყველასგან იგრძნობთ ზრუნვას და მხარდაჭერას. არ გაგიჭირდებათ საქმეების მოგვარება. პირადი ცხოვრება სიურპრიზებითაა აღსავსე.

მშვილდოსანი
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ და დღეც ასე ჩაივლის. საინტერესო და მხიარული მოვლენები გელით. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებათ.

თხის რქა
საქმიან პარტნიორებთან შეხვედრა ნაყოფიერად ჩაივლის. საყვარელ ადამიანს არ მოაკლოთ ყურადღება. საღამო მყუდრო, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
ნუ მოცდებით წვრილმან პრობლემებზე. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. საყვარელი ადამიანი მეტად აქტიურობს და საღამოს რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.

თევზები
ერთგულ თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები და შემოთავაზებები. გაიარეთ იურიდიული კონსულტაცია. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100