გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარის საძიებო სამუშაოები დღეს განახლდება
14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარის საძიებო სამუშაოები გორის ცენტრალურ პარკში, დღეს განახლდება. გუშინ, დღის მეორე ნახევარში პოლიციამ პარკში ის პერიმეტრი შეამცირა, რომელიც ყვითელი ლენტით იყო შემოფარგლული. შეცვლილია დროშების განლაგებაც.
ცვლილება, სავარაუდოდ მიწის სკანირებისგან მიღებულ ინფორმაციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა, იაგო ნებიერიძემ, რომლიც 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის გაუჩინარებაშიც ფიგურირებს, სავარაუდოდ, სამართალდამცველებს ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა. სამართალდამცველები ცხედარს უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ დაადასტურა შს მინისტრმაც.
კომენტარი