სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანიაკ ბაიდენს ჰყოფნის სითავხედე პრეზიდენტ პუტინს ომის დამნაშავე უწოდოს - რამზან კადიროვი

„ამ მანიაკს, რომელსაც თავი მსოფლიო ჟანდარმად წარმოუდგენია, ჰყოფნის სითავხედე ჩვენს პრეზიდენტზე ასეთი განცხადება გააკეთოს“, - ასე გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. „ჯო ბაიდენმა სიბერეში საბოლოოდ დაკარგა გონება. მან გადაწყვიტა რუსეთის პრეზიდენტის შეფასება და მას ომის დამნაშავე უწოდა. ჯო ბაიდენის ყველა ქმედება მხოლოდ აშშ-ის ეკონომიკის ინტერესებისკენ არის მიმართული. ამასთან, როგორც კადიროვმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, დღეს ქვეყნების ამჟამინდელ ლიდერებს შორის არ არსებობს უფრო ცნობილი სამხედრო და ეკონომიკური დამნაშავე, ვიდრე ეს ჯო ბაიდენია. საუბარია შეერთებული შტატების 47-ე მმართველზე ჯოზეფ რობინეტ ბაიდენზე. ეს არის ადამიანი, რომელმაც სიცოცხლეში იმდენი ბოროტება ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ, რომ მისი ყოველი ქმედება ყოველი დღის განმავლობაში საკმარისია იმისთვის, რომ იგი უმძიმეს სასამართლომდე მიიყვანოს. უფრო მეტიც, მისი ზოგიერთი ამაზრზენი დანაშაული პროკურატურის მიერ დამტკიცებასაც არ დასჭირდება. მსოფლიო არ დაივიწყებს ამერიკელების სისასტიკეს ბაღდადში. სწორედ ამერიკული იარაღი, რომელსაც ნაცისტები ბაიდენის ბრძანებით იღებენ, დღეს უკრაინის ქალაქებს ნანგრევებად აქცევს და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს იწვევს. ჯო ბაიდენის ყველა ქმედება მხოლოდ აშშ-ის ეკონომიკის ინტერესებისკენ არის მიმართული. ბაიდენი ტკბება სხვა რეგიონში არსებული ქაოსით. და ბოლოს ამ მანიაკს, რომელსაც თავი მსოფლიო ჟანდარმად წარმოუდგენია, ჰყოფნის სითავხედე ჩვენს პრეზიდენტზე ასეთი განცხადება გააკეთოს. დღეს ქვეყნების ამჟამინდელ ლიდერებს შორის არ არსებობს უფრო ცნობილი სამხედრო და ეკონომიკური დამნაშავე, ვიდრე ჯო ბაიდენი. ის ავტორიტარული ტირანია და ეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს კარგად ესმის. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ყველა ვერ ბედავს ამის ხმამაღლა თქმას, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, - აცხადებს კადიროვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100