სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯენერიკ მედიკამენტებს ვენდობი და პრაქტიკაშიც ვიყენებ“

ინდოეთში ძალიან ბევრ სერიოზულ ფარმაცევტულ კომპანიას საკუთარი ქარხანა აქვს

ჯენერიკ მედიკამენტებისა და მათზე ხარისხის კონტროლის გამკაცრების საკითხს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი ირინა ჭელიძე გამოეხმაურა.

ჯენერიკი არის იგივე აქტიური ნივთიერების შემცველი პროდუქტი, რასაც შეიცავს ბრენდ- მედიკამენტი. ანუ, როდესაც ჯენერიკს ვყიდულობთ, ესაა ზუსტად იგივე შემადგენლობის პრეპარატი, რაც ბრენდი. ნებისმიერი ანტიბიოტიკს შესაძლოა გააჩნდეს ასამდე დასახელების ჯენერიკი. მაგალითად, ავიღოთ ცეპტრიაქსონი - ბრენდი არის როცეფინი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ჯენერიკი, იგივე ცეპტრიაქსონი, რომელიც გამოდის სხვა დასახელებით და სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებენ.“

ასოციაციის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მედიკამენტის ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს და აღნიშნავს, რომ საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპი, თითქოს ინდური წარმოების პრეპარატი უხარსხო და მავნეა, მცდარი და არასწორია: „ინდოეთში ძალიან ბევრ სერიოზულ ფარმაცევტულ კომპანიას საკუთარი ქარხანა აქვს. საქართველოში რა მედიკამენტებიც შემოდის ინდოეთიდან, სწორედ ამ კომპანიების წარმოებულია. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ ქარხანაშია ნაწარმოები, აკმაყოფილებს თუ არა ეს ქარხანა ჯიემპის სტანდარტებს და ასე შემდეგ. „სანოფს“ აქვს ინდოეთში ძალიან მაღალი დონის ქარხანა, რომელსაც გააჩნია მაღალი ხარისხის შიდა კონტროლი და სხვადასხვა აუცილებელი მოთხოვნები.“ ჭელიძე საქართველოში მოქმედი ლაბორატორიის აუცილებლობის საკითხსაც შეეხო, სადაც მედიკამენტის ხარისხის კონტროლი განხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული გეგმები აქვს ამ მიმართულებით. „რაც უფრო მეტი ლაბორატორიაც იქნება ქვეყანაში, მით მეტად იქნება დაცული მომხმარებელი. ლაბორატორიას თავადაც უნდა გააჩნდეს ხარისხი, ასევე მუშაობდნენ ინსპექტორები, რომლებიც კონტროლის კუთხით მსოფლიო დონის მოთხოვნებს დააყენებენ. ამ შემთხვევაში ჯენერიკი აბსოლუტურად უსაფრთხო და სანდო იქნება. გარდა ამისა, ჯენერიკების შემთხვევაში აქტიური ნივთიერების გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემავსებლებს ანუ აქტიურ ნივთიერებასთან ერთად რა დამატებით ნივთიერებებს შეიცავს პრეპარატი. შესაძლოა, შემავსებლებმა გამოიწვიოს მედიკამენტის უხარისხობა, ან დაბალი შედეგიანობა. ჯენერიკები არსებობს ევროპულიც და ამერიკულიც. ისინი მსგავსი პრობლემისგან დაცულია, რადგან შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატი გააჩნიათ.“

რამდენად იყენებენ ექიმები პრაქტიკაში ჯენერიკულ მედიკამენტებს და რომელი ქვეყნიდან იმპორტირებულ ჯენერიკს ანიჭებენ უპირატესობას, ამ საკითხთან დაკავშირებით თერაპევტს და ოჯახის ექიმს ქეთინო ღვინიაშვილს ვესაუბრეთ.

ვცდილობ, რომ პაციენტს ორიგინალი პრეპარატები დავუნიშნო. ეს ნდობა განპირობებულია კლევებისა და გამოცდილების საფუძველზე. ჯენერიკი უფრო იაფი ღირს, თუმცა ეს მის უახრისხობას არ განსაზღვრავს. არსებობს ჯენერიკების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მოქმედებით კმაყოფილი ვარ და ვიყენებ პრაქტიკაში. სანდოობა კი პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა. შესაბამისად აუცილებელია ჯენერიკების ფართოდ დანერგვა პრაქტიკაში და მათი გამოყენება“.

რაც შეეხება ჯენერიკების მწარმოებელ ქვეყანას, ექიმს მიაჩნია, რომ მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მწარებელი ფარმაცევტული კომპანია იყოს სანდო და საიმედო. ძალიან ბევრი მედიკამენტია, რომელიც ინდოეთშია წარმოებული, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხისაა და კარგი შედეგიც აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მწარმოებელი ქვეყანა ინდოეთია თუ სხვა რომელიმე, მთავარია მედიკამენტი იყოს ხარისხიანი“, – აღნიშნა ქეთინო ღვინიაშვილმა.

და მაინც, რა არის ჯენერიკ მედიკამენტი, თუ რომელ ქვეყნებში აწარმოებენ, რა განსაზღვრავს ხარისხს, აღნიშნულ საკითხებზე მედიცინის დოქტორმა, თერაპევტმა გოგი სარიშვილმა ისაუბრა:

ჯენერიკი არის ორიგინალური დასახელების პრეპარატის ნაირსახეობა, რომელიც გამოშვებულია სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანის მიერ. ჯენერიკი შეიძლება იყოს კარგი, ცუდი ან ანალოგიური, რაც არის ორიგინალი. ეს დამოკიდებულია ფირმაზე და მის კეთილსინდისიერებაზე, რომელიც აწარმოებს აღნიშნულ პრეპარატს. ფალსიფიცირებული შესაძლოა იყოს ორიგინალი მედიკამენტიც. ამ პროცესს შესაბამისი სტრუქუტურები უნდა აკონტროლებდნენ. თუმცა ბოლო პერიოდში ფალსიფიცირებული მედიკამენტი აღარ დაფიქსირებულა. პირადად, ვენდობი ჯენერიკ მედიკამენტებს და პრაქტიკაშიც ვიყენებ მათ.“

რაც შეეხება ჯენერიკების მწარმოებელ ქვეყნებს, თერაპევტი აღნიშნავს, რომ მედიკამენტის ხარისხი დამოკიდებულია წარმოების პროცესსზე, რამდენად არის დაცული ტექნოლოგიური პროცესები, სტანდარტები და არა მწარმოებელ ქვეყანაზე. ინდოეთში წარმოებული მედიკამენტები უხარისხოა - ეს არასწორია. ინდოეთში ბევრი ფარმაცევტული ქარხანაა, წარმოებული მედიკამენტები მთელ მსოფლიოში ნაწილდება. კერძოდ, ანტიბიოტიკები მზადდება ინდოეთში, ეგვიპტში, ჩინეთში. მაგალითად, ასეთი სტერეოტიპია დამკვიდრებული: წამალი თუ ძვირია, კარგად არის შეფუთული და კოლოფის გახსნისას ხმოვან სიგნალს გამოსცემს, ეს იგი ხარისხიანია. ხოლო დიდ შეფუთვაში მოთავსებული და შემდეგ ცელოფანში გადანაწილებული - უხარისხო. ეს მიდგომა არასწორია. გააჩნია კომპანიას და ქარხანას, რომელიც პრეპარატს აწარმოებს და გააჩნია შემომტანს, ანუ ვინ ყიდულობს და ახდენს დისტრიბუციას. ხშირად უფრო დიდი საფრთხე მყიდველშია და არა მწარმოებელში“, – ამბობს გოგი სარიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100