თბილისის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია
თბილისის ახლად არჩეული
საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი ალიბეგაშვილი
გახდა. კენჭისყრისას
ალებეგაშვილის კანდიდატურას
37-მა დეპუტატმა
დაუჭირა მხარი,
8 წინააღმდეგი იყო.
გიორგი ალიბეგაშვილი
"ქართული ოცნების"
საარჩევნო სიის
მესამე ნომერი
იყო.
გიორგი
ალიბეგაშვილი
დაიბადა
1959 წელს.
1976 წელს
დაამთავრა
თბილისის
47-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1982 წლიდან
2006 წლამდე
მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამომცემლობის უმცროს რედაქტორად.
1991-1992 წლებში
იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი, ხოლო 1994-1995 წლებში - თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი. 1997 წლიდან 2005 წლამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში;
2004-2005 წლებში
ამავე ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2005 წლიდან 2006 წლამდე ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით.
2009 წლიდან
დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის
სახელობის
ქართულ უნივერსიტეტში.
ახალ საკრებულოში კოალიცია "ქართულ ოცნებას" პროპორციული სიით 13, ხოლო მაჟორიტარული სიით 24 წევრი ჰყავს, "ნაციონალური მოძრაობას"
- 7, ნინო
ბურჯანაძის
პარტიას სამი და "დავით თარხან მოურავი - პატრიოტთა ალიანსს" 2
წევრი. კიდევ ერთი წევრი, ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია.
ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს ისტორიულ დარბაზში მიმდინარეობს.
კომენტარი