სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ქალი, რომელმაც პარკში გახვეული საკუთარი ახალშობილი ქუჩაში დატოვა
რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში ქალმა საკუთარი ახალშობილი პარკში გახვეული ქუჩაში მიატოვა. კადრები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
ვიდეოში ჩანს, ქალი როგორ ტოვებს მაღაზიის კუთხესთან ჩვილს და მიდის. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკან ბრუნდება, უყურებს ბავშვს და შემდეგ სამუდამოდ უჩინარდება.
კადრები სამართალდამცველი სტრუქტურის მიერ იქნა გამოქვეყნებული. როგორც გაირკვა, ქალი ადგილობრივი მაცხოვრებელია და სწორედ იმ მაღაზიაში მუშაობდა, რომლის კუთხეშიც დატოვა ბავშვი.
კომენტარი